ანა ბურკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ანა ბურკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის კურსდამთავრებული.
„2020 წელს მივიღე მაგისტრის
აკადემიური ხარისხი, განათლების მეცნიერებებსა და მართვაში.
2019 წელს დავიწყე მუშაობა შპს მერაბ ჭოხონელიძის საავტორო სკოლაში, სადაც ახლაც ვმუშაობ და ვარ დაწყებითი კლასების
პედაგოგი.
ჩემი პროფესიის მიმართ ინტერესი ბავშობიდანვე მქონდა და უნივერსიტეტში სწავლის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა. სტუდენტობამ ძალიან მრავალფეროვანი და სისტემური გახადა ჩემი ყოველდღიური ცხოვრება.
როგორც ნელოსნ მანდელა ამბობს: „განათლება ეს არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ მსოფლიოს შესაცვლელად.” ახალგაზრდებს ვურჩევ, საკუთარი მიზნის მისაღწევად უშრეტი ენერგია ჩადონ.
მე ახლაც ასე ვიქცევი, დიდი გეგმები მაქვს და არ ვნებდები, ვცდილობ, მეტი ინოვაცია და თანამედროვე
მეთოდი დავნერგო პროფესიული განვითარებისათვის.”