ვარლამ მინდელი აწსუ-ს კურსდამთავრებული

ვარლამ მინდელი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების მაგისტრი კომპიუტერულ მეცნიერებებში. ამჟამად, დოქტორანტურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.
“ფიზიკა -მათემატიკური სკოლის დასრულების შემდეგ პროფესიის მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პროფესიულ კოლეჯში სწავლა ერთდროულად გავაგრძელე. იმის გათვალისწინებით, რომ უმაღლესი სასწავლებლები უფრო თეორიულ ცოდნას გვთავაზობენ, პროფესიული კოლეჯები კი პრაქტიკულ გამოცდილებას, გადავწყვიტე ორივე გზა გამომეყენებინა კვალიფიციური პროფესიული განათლების მისაღებად.
პროფესიით, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ვარ და 2012 წლიდან დღემდე ვმუშაობ საზოგადოებრივ კოლეჯში „იბერია“- მასწავლებლად. 21- ესაუკუნე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია.
კომპიუტერული ტექნოლოგიების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რამეთუ კომპიუტერი, არის ინფრომაციის ულევი წყარო.
ვისურვებდი, რომ მომავალში პროფესიული განათლების როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და კოლეჯებში სწავლა გახდეს უფრო მიმზიდველი და შედეგზე ორიენტირებული. პროფესიის კვალიფიციურად დაუფლებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს სწავლება კეთებით. ამიტომაცაა, რომ კოლეჯში სწავლების 60% პრაქტიკულ სწავლებაზეა დაფუძნებული.
მემორანდუმის საფუძველზე კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ესტონეთთან, პოლონეთთან , დანერგილია პრაქტიკა გაცვლთი პროგრამების, სადაც პირადად ვიყავი ჩართული და ევროპული გამოცდილებით დავბრუნდი. ოქტომბერში 2 ესტონელი სტუდენტი ეწვევა კოლეჯს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 კვირით, მიზანი ქართული სამზარეულოს შესწავლაა, ხოლო კოლეჯი „იბერია“-დან 2 სტუდენტი გაემგზავრება ესტონეთში ევროპული სამზარეულოს გაცნობის მიზნით. ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმის იმედს, რომ მომავალში პროფესიული განათლება უფრო მიმზიდველი და საინტერესო იქნება.”