გულის საერთაშორისო დღე

ჯანდაცვის სისტემაში წარმოქმნილი საჭიროებების საპასუხოდ სამომავლო გამოწვევებზე ორიენტაციისათვის საკმარისი არაა მხოლოდ დარგობრივი ცოდნით ახალგაზრდების შეიარაღება. სამედიცინო განთლებაში პრიორიტეტულია მაღალკვალიფიციურ პროფესიონალთა მომზადება, რომლებიც პატივს სცემენ და აღიარებენ დემოკრატიულ ღირებულებებს, ყოველივე ეს სწავლების ადრეული ეტაპიდანვე წარმატებული პროფესიონალების გამოცდილების გაზიარებით იწყება.

29 სექტემბერს, გულის საერთაშორისო დღეს აწსუ მედიცინის ფაკულტეტის პირველკურსელები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავასა და თანაქალაქელ ექიმს ზაზა ლომინაძეს შეხვდნენ. ბატონმა ზაზამ გულის საერთაშორისო დღის აქციის ფარგლებში საჯარო ლექცია წაიკითხა, „გული ჯანმრთელობისთვის და გულით საქმიანობა წარმატებისთვის“ იყო შეხვედრის მთავარი აქცენტი.

29/09/2021