ფსორიაზის მსოფლიო დღე

აწსუ მედიცინის ფაკულტეტი კიდევ ერთი ღონისძიებით შეუერთდა მსოფლიო საზოგადოებას და საქართველოს ფსორიაზის ასოციაცია „ფსოჯორჯიასთან“ ერთად სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციით „ ჩვენ გავერთიანდით, ახლა ვიმოქმედოთ” აღნიშნა ფსორიაზის მსოფლიო დღე, ეს დღე 2004 წლიდან აღინიშნება, იმ მიზნით, რომ საზოგადოების დიდ ჯგუფებს მივაწვდინოთ ფსორიაზით დაავადებული ადამიანების ხმა, გასაგები გავხადოთ, თუ რა არის ფსორიაზი, საშიშია თუ არა ის გარშემომყოფთათვის და დავეხმაროთ ადამიანებს სტიგმის დაძლევაში.

ფსორიაზით დაავადებულ ადამიანებს არ უნდა უხდებოდეთ საზოგადოებისაგან გაუცხოების ატანა, მათ დაიმსახურეს უკეთესი მსოფლიო!

29/10/2021