კურსდამთავრებულთა კარიერული მხარდაჭერა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა კარიერული მხარდაჭერის მიზნით საინტერესო შეხვედრა გაიმართა თემაზე „სამედიცინო პროფესიათა არჩევანი“, რომელიც ჩაატარა მოწვეულმა ტრენერმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა ნათია ბადრიძემ.

აქცენტირებულ იქნა მედიკოსთა კარიერის გამოწვევები, კარიერული დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება, თვითშეფასებისა და ინდივიდუალური საჭიროებების კვლევისა და გამოვლენის საკითხები. შეხვედრაზე გამოვლინდა კურსდამთავრებულთა ინტერესები და შეთანხმებულ იქნა მომდევნო ლექციის თემატიკაც.