თედორე ჯალაღონია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

არჩევანი აკაკი  წერეთლის  სახელმწიფო    უნივერსიტეტზე   იმიტომ შევაჩერე, რომ ის იყო და არის დასავლეთ  საქართველო ს ყველაზე  დიდი  უმაღლესი სასწავლებელი, ჩემი მშობლიური ქალაქის მთავარი საგანმანათლებლო  ცენტრი.პროფესიის არცევას რაც შეეხება,  ბავშვობიდან მიყვარდა ისტორია და მსურდა ისტორიკოსობა. აქედან ნგამომდინარე, გადავწყვიტე, გავმხდარიყავი  ისტორიის  მასწავლებელი.ბაკალვრიატის დასრულების შემდეგ დავასრულე მაგისტრატურაც. ამჟამად დასაქმებული ვარ საჯარო სკოლაში და ვარ სასწავლო ნაწილი. ჩემი წარმატებული კარიერა ორმა მნიშვნელოვანმა გზამ განსაზღვრა –  პირველი,  სწავლამ და მეორე, მიზანდასახულობამ – მქონოდა პროფესია. იმ ახალგაზრდებს, რომლებისაც ჯერ მომავალი პროფესია არ აურჩევიათ, ვეტყოდი, რომ  დიდი  ყურადღებით  აირჩიონ  ისეთი  სფერო,  რომელშიც  სურთ მთელი ცხოვრება მოღვაწეობა.   პროფესიონალიზმს დიდი სიყვარულის და შრომის  უნარი   ჭირდება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კოფერენციასა და პროექტში მიმიღია მონაწილეობა, როგორც  საუნივერსიტეტოში,    ასევე    რესპუბლიკურშიც  და  საერთაშორისოშიც.  სწავლის პერიოდში ბევრჯერ მქონია უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა. სტუდენტობის  დროს  დავაარსეთ   მკითხველთა  კლუბი და რამდენიმე  წლის განმავლობაში   ვიკრიბებოდით   მხატვრული  ლიტერატურის  მოყვარული  სტუდენტები. განვახორციელეთ მრავალი იდეა და პროექტი. მათგან ერთ-ერთი  იყო  საქველმოქმედოც. მშობლიურ   უნივერსიტეტს  ვუსურვებ კიდევ საუკუნეები არსებობას და  ვისურვებდი ფეხი  აეწყოს თანადროული ეპოქისათვის ისე, როგორც ამას უკვე მრავალი წელია აკეთებს. მინდა, ჩემი უნივერსიტეტი იყოს  მუდამ  თანამედროვე   და   სტუდენტების  მეგობარი.