ნინო გვენეტაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
ჩემი არჩევანი, თუ რომელ უმაღლეს სასწავლებებლში გავაგრძელებდი სწავლას ,თავიდანვე ნათელი იყო და გადაწყვეტილი მქონდა უმაღლესი განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმეღო, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ აქ დამხვდებოდა შესაფერისი გარემო და აკადემიური პერსონალი შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად. ვიცოდი, რომ უნივერსიტეტი მომცემდა შესაძლებლობას მიმეღო მონაწილეობა სხვადასხვა შიდასაუნივერსიტეტო აქტივობებში და გამომევლინა ჩემი შესაძლებლობები, შემეძინა ის უნარ-ჩვევები, რომელიც გამომადგებოდა პროფესიული წინსვლისათვის.
პროფესიის არჩევისას გავითვალისწინე, თუ რომელი მიმართულების არჩევის შემთხვევაში მექნებოდა უფრო მეტი შესაძლებლობა თვითრეალიზებისა, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ჩავატარე პატარა კვლევა და გადავწყვიტე საბოლოო არჩევანი ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროგრამაზე შემეჩერებინა, რადგან ეს პროგრამა მომცემდა საშუალებას მიმეღო განათლება პროფესიონალებისაგან, ამემაღლებინა ენის კომპეტენცია და გავცნობოდი უამრავ ავტორს.
ბაკალავრიატის დასრულების დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე შემდეგ საფეხურზე და ამ ეტაპზე ვსწავლობ ინგლისური ენისა და ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე.
აქვე გეტყვით, რომ დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად.
ამ ეტაპზე ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტში სპეციალისტის პოზიციაზე.
ვფიქრობ, არამარტო ჩემი, არამედ ყველა ადამიანის წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის ის, რომ იყო მიზანდასახული და არასოდეს დანებდე, მაშინაც კი, როცა არ გამოგდის და ასევე აღმოჩნდე სწორ დროს სწორ ადგილას.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, გაითვალისწინონ, თუ რომელი პროფესია არის მოთხოვნადი მოცემულ მომენტში და შეაფასონ თავიანთი უნარ-ჩვევები პროფესიის არჩევისას.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თუ მიგიღიათ მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში?
უნივერსიტეტში სწავლის მანძილზე მონაწილეობა მიღებული მაქვს საერთაშორისო პროექტებსა და რამდენიმე კონფერენციაში.
უნივერსიტეტი ყოველთვის არის მზად დაუჭიროს მხარი სტუდენტების იდეებს და ეხმარება მათ განხორციელებაში.
უნივერსიტეტს ვურჩევდი უფრო მეტად წაახალისონ აკადემიური პერსონალი, რადგან სწორედ ჩვენი ლექტორები გვაძლევენ სტუდენტებს სწავლის მოტივაციას.