თამარი ანთია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
მინდა გითხრათ, რომ ქუთაისელი გახლავართ და ჩემი ბავშვობა უნივერსიტეტთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. უნივერსიტეტთან ახლოს, ტაბიძის ქუჩაზე გავიზარდე, დეიდასთან, რომლის სახლის ფანჯრები პირდაპირ უნივერსიტეტს გადაჰყურებს. ძალიან ხშირად უნივერსიტეტი ეზოში ვთამაშობდი. ერთხელ, მახსოვს, თამაშისას უნივერსიტეტის კიბებში ჩემი საყვარელი სამაჯური ჩამივარდა და ვეღარ ვიპოვნე, რაც ძალიან განვიცადე. მერე თითქმის ყოველდღე ხტუნვა- ხტუნვით ავივლიდი და ჩავივლიდი კიბის საფეხურებს, იმ იმედით რომ იქნებ მეპოვნა ჩემთვის ძვირფასი ნივთი. უკვე მრავალი წელი გავიდა ჩემი ბავშვობიდან, მაგრამ ჩემს სამაჯურს და ჩემი ბავშვობის მოგონებებს დღემდე გულმოდგინედ ინახავს ინახავს უნივერსიტეტის ეზო. უნივერსიტეტის ძველი კორპუსი განსაკუთრებულად მიზიდავდა თავისი იდუმალებითა და მშვენიერებით. მაინტერესებდა რა იმალებოდა ამ ულამაზესი კედლების მიღმა. ასე რომ, ბავშვობიდან უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ აუცილებლად ვისწავლიდი იმ მშვენიერი შენდობის კედლებში, რომლებიც ასე ძალიან მიზიდავდა. არც არასდროს მიფიქრია სხვა სასწავლებელში მესაწავლა. დედისა და დეიდასგან ბევრი საუკეთესო რამ მსმენია ჩვენი უნივერისტეტის პროფესორ -მასწავლებელთა შესახებ. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩემი არჩევანი სწორედ ჩემი ქალაქის უნივერსიტეტზე შევაჩერე, რომელთანაც ჩემი ტკბილი ადრინდელი ბავშვობის წლები მაკავშირებს.
ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: უცხო ენები თავიდანვე მიტაცებდა. ტელევიზორში ხშირად ვუყურებდი უცხო ენის გაკვეთილებს. განსაკუთრებით მომწონდა ფრანგული ენის გაკვეთილები, რომელსაც იმ პერიოდში ქალბატონი მზაღო დოხტურიშვილი და ბატონი გოჩა ჯავახიშვილი უძღვებოდნენ. ჯერ კიდევ არ ვიყავი სკოლაში შესული, რომ ვამბობდი უცხო ენების მასწავლებელი უნდა გამოვიდე მეთქი. მერე სწავლა დავიწყე ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში, სადაც ფრან გულ ენას ჩემთვის უსაყვარლესი ქეთევან და გულიკო მასწავლებლები მასწავლიდნენ. პირველი ფრანგული წიგნი ჩემმა პირველმა ფრანგულის მასწავლებელმა, ქალბატონმა ქეთევან უკლებამ მაჩუქა, რომელიც დღესაც სათუთად მაქვს შენახული.
ჩემი სტუდენტობის პერიოდში, 1993-1998 წლებში, უმაღლესი განათლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურები არ არსებობდა. შესაბამისად, მე დავასრულე უნივერსიტეტის სრული, 5 წლიანი კურსი, რომელიც თანამედროვე განათლების მაგისტრატურის საფეხურს შეესაბამება. ამჟამად ვირიცხები ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, დასავლეთევროპული და ამერიკული ლიტერატურის სადოქტორო პროგრამის აქტიურ სტუდენტად.
ამჟამად დასაქმებული ვარ საჯარო სკოლაში უცხო ენის მასწავლებლად.
ვმუშაობ წყალტუბოს რაიონში, სოფელ ოფშკვითის საჯარო სკოლაშო.
ჩემი წარმატებული კარიერის საფუძველი არის პროფესიის სწორი არჩევანთან ერთად არის განათლება, რომელიც მივიღე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო პროფესორ მასწავლებლების ხელმძღვანელობით.
ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია უნდა აირჩიონ, ვურჩევდი რომ ძალიან კარგად კარგად დაფიქრდნენ , აწონ -დაწონონ შემდეგ გადაწყვიტონ თუ რა მიმართულებით სურთ პროფესიული განვითარება. ვურჩევდი მიმართონ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელსაც, როგორც ვიცი, უმაღლესი განათლების სხვადასხვა პროგრამებთან ერთად პროფესიული განათლების კუთხით საკმაოდ საინტერესო და მრავალრიცხოვანი პროგრამები აქვს. აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ნამდვილად იძლევა იმის გარანტიას, რომ ახალგაზრდები საუკეთესო სპერიალისტებად ჩამოყალიბდნენ თავიანთ არჩეულ პროფესიაში და უნივერსიტეტში მიღებული განათლება მათი შემდგომის წარმატებული კარიერული წინსვლის საფუძველი იყოს.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა აკადემიურ პროექტსა თუ ღონისძიებაში. რა თქმა უნდა, ვმონაწილეობდი საუნივერსიტეტო კონფერენციებში პირველი კურსიდან.
ბევრჯერ გვქონდა ხელშეწყობა უნივერსიტეტის მხრიდან. მახსოვს, ფრანგული ენის საღამოებს ვაწყობდით და უხცოელებს ვიწვევდით უნივერსიტეტის კლუბში, რომელიც ყოველთვის ჩვენი სასიამოვნო მასპინძელი იყო.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომწონს, ის რომ თანამედროვე ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩაბმულნი საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. უნივერსიტეტი , ყოველთვის ცდილობს მათ მხარდაჭერას და წახალისებას. ჩემი აზრით, უმჯობესი იქნება თუკი უნივერსიტეტი მეტ შესაძლებლობას შესთავაზებს სტუდენტებს თეორიულ ცოდნასთან ერთად გაიღრმავონ პრაქტიკული ცოდნა მშობლიურ თუ საზღვარგარეთის ქვეყნებში სტაჟირების მრავალფეროვანი პროგრამების საშუალებით.