შორენა ბარბაქაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი ეს არჩევანი – ჩამებარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით, კერძოდ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი,თავისი ტრადიციებითა და ნოვატორობით ერთ-ერთი ლიდერი და სოლიდური საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლავთ საქართველოში, რომელიც მუდმივად ისწრაფვის უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება და კვლევითი საქმიანობა.ჩვენი უნივერსიტეტის სასახელოდ უნდა ითქვას,რომ ის მუდმივად ზრუნავს მისი სტუდენტების პიროვნულ , პროფესიულ თუ კარიერულ ზრდა-განვითარებაზე. თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული სასწავლო პროცესი, საერთაშორისო აკრედიტაციები თუ საქმიანი კავშირები, საინტერესო საუნივერსიტეტო ცხოვრება  , გაცვლითი პროგრამები და დასაქმების მაღალი პოტენციალი უზრუნველყოფს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოპულარობას არამხოლოდ საქართველოში,არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

რაც შეეხება პროფესიის არჩევას:

მასწავლებლის პროფესია მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი პროფესიაა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს აღსაზრდელის უპირობო სიყვარულს და   თავის მხრივ, მასწავლებლისგან მოითხოვს კოლოსალურ ძალისხმევას, შესაბამის ცოდნასა და ყველა იმ საჭირო ინსტრუმენტის ფლობას, რაც ასე აუცილებელია ადამიანის სწორად ფორმირებისათვის, რათა მათ მომავალში შეძლონ  სამყაროს პოზიტიურისაკენ შეცვლა დისციპლინის, მორალისა და გონების შერწყმის მეშვეობით. მასწავლებლობა ყველა სხვა პროფესიისაგან განსხვავებულია, როგორც დიდი ჰიპოკრატე სამართლიანად ამბობს კიდეც  „ყველა პროფესია ადამიანისაგან მოდის, მხოლოდ სამი მოდის ღმერთისაგან – მასწავლებელი, იურისტი და ექიმი“.

მინდა გითხრათ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის ბაკალავრიატის წარჩინებით დასრულების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, სამაგისტრო პროგრამა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით და ასევე აწსუ პედაგოგიური ფაკულტეტის განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ვფლობ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით. მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებით დასრულების შემდეგ,სწავლა გავაგრძელე აწსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე.მოგეხსენებათ,დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამა  სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ერთობლიობას წარმოადგენს რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. ყველა აღნიშნული ეტაპი წარმატებით დავძლიე და ჩემი დისერტაციის, სამეცნიერო ნაშრომის საჯარო დაცვა სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმატებით (summa cum laude)დასრულდა 2014 წელს და მომენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ((PhD in Philology))აკადემიური ხარისხი.

ამჟამად დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად . გახლავართ ინგლისური ენისა და ლიტერატურის მოქმედი მასწავლებელი და ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ასევე ვმუშაობ საერთაშორისო ენათა სახლი(International Language House).

ჩემი  წარმატებული კარიერული გზის საფუძველზეც მოგახსენებთ:

დისციპლინა არის ის ამოსავალი წერტილი,რომლის გარეშეც შეუძლებელია რამე ღირებული შექმნა,პლუს, ამას დამატებული მიზანმიმართული, თვითგანვითარებაზე და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული შრომა,ეს ყველაფერი კომბინაციაში იძლევა იმ შედეგს რასაც „წარმატებას“ ვეძახით. ყოველთვის ვცდილობ ვისწავლო ,განვვითარდე,არ გავჩერდე… ერთი სიტყვით, საკუთარ თავზე მუშაობას არასოდეს ვწყვეტ. ამაზე მეტყველებს ის მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება,რაც ამ წლების მანძილზე  დამიგროვდა სხვადასხვა აკადემიურ-სასწავლო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობითა და მონაწილეობით.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა პროფესიას ირჩევენ, ვეტყოდი, რომ რთულია,ვინმეს ვუთხრათ თუ რა გზა აირჩიონ მომავალში,რადგან ბევრი რამ დამოკიდებულია თავად პიროვნებაზე,მის ინტერესებზე,მისწრაფებებსა თუ სურვილებზე.აუცილებლად უნდა ახსოვდეთ, რომ პროფესიის არჩევა სრულად განსაზღვრავს მათ(ჩვენს) ცხოვრებისეულ გზას, მათი(ჩვენი) ცხოვრების ძირითად საქმიანობას, შესაბამისად, ამ საკითხს დიდი ყურადღებითა და პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიური სტუდენტი ვიყავი აკადემიური უმაღლესი განათლების ყველა საფეხურზე და შესაბამისად,ხშირად მიწვევდნენ სხვადასხვა ეროვნულ თუ საერთაშორისო აკადემიურ ღონისძიებებზე ამერიკის შეერთებულ შტატებში,დიდ ბრიტანეთში,ჩინეთში და ა.შ

აბსოლუტური გულწრფელობით ვიტყვი,რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი , მისი ხელმძღვანელობა ყოველთვის მზადაა მოუსმინოს სტუდენტებს, გაიზიაროს მათი არგუმენტირებული მოსაზრებები თუ ნოვატორული იდეები და უზრუნველყოს მათი სისრულეში მოყვანა საქმიანი დისკუსიის შედეგად.