თეონა დოლიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა აგრონომია, მოდული აგროეკოლოგიაზე ჩავირიცხე 2016 წელს. 2020 წელს წითელ დიპლომზე დავასრულე სწავლა, ამ ხნის განმავლობაში შეუწყვეტლივ ვღებულობდი სახელმწოფო სტიბენდიას. სწავლის დასრულებისთანავე, 2020 წელს ჩავაბარე მაგისტრატურაში აგროეკოლოგიის სპეციალობაზე. წარჩინებით სწავლისთვის მივიღე სწავლის თანხის ერთჯერადად 1000-ით დაფინანსება. 2022 წელს ისევ წარჩინებით დავასრულე სამაგისტრო პროგრამაც. 2022 წელსვე ჩავაბარე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორანტურაზე, აგროეკოლოგიის სპეციალობაზე, მივიღე 20%-იანი დაფინანსება და წარჩინებითვე ვაგრძელებ სწავლას.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე იმიტომ, რომ ჩემთვის ცნობილი იყო აქ სწავლის პროცესში მისაღები ცოდნის ხარისხის შესახებ, უნივერსიტეტს აქვს ბევრი კარგი პროექტი თუ შესაძლებლობა, რომ განვითარდე და ისწავლო ბევრი რამ, არა მხოლოდ შენს პროფესიაზე, არამედ განვითარდე ზოგადი კუთხითაც. აქ ჩავაბარე , რადგან ვიცოდი, რომ უნივერსიტეტს ბევრი შესაძლებლობა ქონდა, რაც საშუალებას იძლევა თავი წარმოაჩინო, აქვს გაცვლითი პროგრამები, მათ შორის გერმანიაში, სადაც სწავლობ და პარარელურად მუშაობ კიდეც.
რაც შეეხება ჩემს პროფესიას, აგრონომია ავირჩიე პიერველ რიგში იმიტომ, რომ, ვფიქრობ ეს ჩემი მოწოდებაა, ეს არის ის რაც მიყვარს,,რაც ჩემშია, თითქოს ჩემი სულის ნაწილია. როცა ადამიანებს დახმარება სჭირდებათ აგრონომის, მათი დახმარება მანიჭებს უდედეს ბედნიერებას, ვასწავლი ყველაფერს რაც კი ვიცი და ვაცნობ რაც ჩემს პრაქტიკაში მქონია. მეორე რიგში ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ დღეს სოფლის-მეურნეონა პერსპექტიული დარგია, ყოველ დღე უფრო და უფრო ვითარდება. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება პროფესიონალი აგრონომიები. დღეს სოფლის-მეურნეობაში უამრავ სირთულეს წავაწყდებით, ეს იქნება მცენარის მავნებელ-დაავადებები თუ ნიადაგის ნაყოფიერების პრობლემები, აქედან გამომდინარე საჭიროა პროფესიონალი აგრონომები, რომელთაც ძალუძს აღნიშნული პრობლემების. ვფიქრობ, რომ ჩვენი მოსახლეობის იმუნომდგრადობის ფიზიოლოგიურ შესაძლებლობას ნიადაგის ნაყოფიერების საფუძველზე მიღებული აგრო-ეკო პროდუქტი უნდა წარმოადგენდეს.
მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში ვმუშაობდი მცენარეთა დაცვის მაღაზიაში აგრო-კონსულტატის პოზიციაზე. მუშაობის დაწყებამდე სტაჟირებას გავდიოდი ,,კარტლისში“. აქ მუშაობის პერიოდში უამრავი საინტერესო და საჭირო გამოცდილება დამიგროვდა.
ჩემი აზრით, ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი პირველ რიგში პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულია, მნიშვნელოვანი როლი იქონია ასევე გარემომაც, მყავს ძალიან თბილი და თავის საქმეში უსაზღვროდ პროფესიონალი ლექტორები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აწსუ ჩემი მეორე ოჯახია. ერთია გიყვარდეს სწავლა და სწავლობდე კარგად, მეორე კი თუ რა გარემოში სწავლობ.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა პროექტებში, როგორც ადგილობრივ ასევე რესპუბლიკურ კონფერენციებში, ეხლაც ვემზადები სამეცნიერო რესპუბლიკური კონფერენციისათვის.
ახლგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევ, რომ რათა ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად, ამისათვის საჭიროა უყვარდეთ თავისი პროფესია. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი არის ხელშეწყობა, რომ განავითაროთ თქვენი იდეები. აქ არიან პროფესიოალი და საოცრად ნიჭიერი ლექტორები.