მათე ჩაფიჩაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ვინაიდან, დავიბადე და გავიზარდე ქუთაისში, შესაბამისად, სწავლის გაგრძელებაც გადავწყვიტე აკაკი წერეთლის უნივერსტიტეტი რომელიც  არის ჩვენი უმაღლესი განათლების ისტორიის მემატიანე.

ბავშვობიდან მქონდა სურვილი ადვოკატირება გამეწია ადამიანებისთვის ვისაც საკუთარი უფლებების დაცვა არ შეეძლოთ ვისაც დახმარება ჭირდებოდა რათა მისი ღირსება და თავისუფლება დაცული ყოფილიყო კანონის უზენაესობის პრინციპით.

ბაკალავრიატში 4 წლის სწავლის შემდეგ მაგისტრის ხარისხის დაუფლების მიზნით სწავლა განვაგრძე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სისხლის სამართლის მიმართულებით.

დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად. ამჟამად, ჩემი საქმიანობის სფერო არის ადმინისტრაციულ და სამოქალაქო სამართალში მოქალაქეთა მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და ადვოკატირება

ვმუშაობ აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი ინტერესი და შრომისმოყვარეობაა, რომელიც საბოლო ჯამში, იძლევა გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას და შემდგომ მის გამოყენებას სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დასახმარებლად.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ ყურადღებით გაეცნონ თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ვინაიდან დღეს სამწუხაროდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების განათლებიდან დასაქმებაზე გადასვლის ბარიერები, ამ მიზნით სახელმწიფომ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ფორმირება დაიწყო. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდე რამდენად არის შენი პროფესია მოთხოვნადი რამდენად დიდ კონკურენცია გხვდება შრომის ბაზარზე. ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ უარი თქვათ თქვენს საყვარელ პროფესიაზე, პირიქით, მოტივაცია უნდა გქონდეს ამ გამოწვევების გადასალახად.

სწავლის პერიოდში მქონდა საშუალება მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა სასწავლო კურსებზე, მათ შორის, იმიტირებულ სასამართლო პროცესებზე საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ა.შ.

უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა მაქსიმალურად გვერდით გვიდგა სტუდენტებს ჩვენი იდეების და მისწრაფებების განსახორციელებლად.

უნივერსიტეტს ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაზრდას და  არაფორმალური განათლების კომპონენტი შემოტანას სასწავლო პროცესში.  ამ კუთხით ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება წინსვლა, უნივერსიტეტში განხორციელდა რამდენიმე პროექტი  რომლის მიზანი სტუდენტებისთვის არაფორმალური განათლების კომპონენტის ფარგლებში ტრენინგ სემინარების და სამუშაო შეხვედრების მოწყობა იყო.