მირანდა ლომიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

უნივერსიტეტისა და სპეციალობის არჩევანი განაპირობა განათლების ხარისხმა, პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურობამ და  კვალიფიკაციამ.

ჩემი პროფესია ავირჩიე იმიტომ, რომ: ბავშვობიდან მხიბლავდა ფრანგული ენის ჟღერადობა, დავამთავრე სპეციალიზირებული სკოლა, სადაც დაწყებითი კლასიდან ისწავლებოდა ფრანგული ენა, მინდოდა მესწავლა და მემოგზაურა საფრანგეთში, ასევე მსურდა ჩემ მიერ დაგროვილი ცოდნა გამეზიარებინა სხვებისთვის.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავიარე უმაღლესი განათლების სამივე საფეხური.

ამჟამად დასაქმებული ვარ პროფესიით და ვმუშაობ რამდენიმე სამსახურში: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (მთავარი დამსაქმებელი), ასევე – სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (მენტორი მასწავლებელი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (ტრენერი, კონსულტანტი ფრანგული ენის მიმართულებით), ფრანკოფონია (ნიცა, საფრანგეთი) – ტრენერი და პედაგოგიური მრჩეველი.

ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი მუდმივი ზრუნვა თვითგანვითარებაზე და სიახლის ძიებაა.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ   ირწმუნონ საკუთარი ძალების, არასოდეს შეწყვიტონ სწავლა და განვითარება.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა შესაბამის აქტივობაში.

უნივერსიტეტისგან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას, როგორც წარმატებულ სტუდენტს, მქონდა უნივერსიტეტისა და სახელმწიფო სტიპენდია. სწორედ უნივერსიტეტმა წარმადგინა და შუამდგომლობა გამიწია ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტურაში, ვსწავლობდი უფასოდ, რაც იყო უდიდესი მოტივაცია და ხელშეწყობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შევძლებდი მიმეღო დოქტორის ხარისხი, რადგან შესაბამისი ფინანსური საშუალება იმ მომენტისთვის არ მქონდა.