სოფიო მჟავია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ვინაიდან დავამთავრე მე-9 საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით, ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ვოცნებობდი აქ მოხვედრაზე. წინასწარ ვისახავდი მიზნებს, თუ სად უნდა მემუშავა და ვინ უნდა გამოვსულიყავი.  ჩავირიცხე კიდევაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  და სწორედ მას  მივანდე ჩემი მომავალი, რადგან ეს არის  მრავალფეროვნების, ცოდნის, განათლებისა და სიკეთის მომცემი ადგილი.  გარდა ამისა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს  აქვს  შესაძლებლობა ისარგებლონ გაცვლითი პროგრამებით, რომლის ფარგლებში სტუდენტს  შანსი ეძლევა  ევროპის სხვადასხვა წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღებისა, რომელიც უფრო მეტ მყარ საფუძველს უქმნის ჩვენს ცოდნას და მომავალ კარიერას.

პირად ჩემთვის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც მუდამ მიხარია მისვლა. ეს  არის ადგილი, სადაც შეგიძლია ჩადო შენი ცოდნის ინვესტირება და მიიღო ,,ცოდნა ცხოვრებისთვის’’.

პროფესიით ფილოლოგი ვარ. პროფესიული სიამაყით ვიტყვი, რომ სიტყვას, ლოგოსს უდიდესი ძალა და მაგია აქვს და ამაზე თითქმის არავინ დავობს, ამის უარყოფა უბრალოდ შეუძლებელია . ყველაზე დამაჯერებელ არგუმენტად მოვიყვან სიტყვებს: „პირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი“…

ფილოლოგი  ყოველთვის საჭიროა სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებლის/ლექტორის პოზიციაზე. ასევე მას შეუძლია იყოს მკვლევარი, მეცნიერი, კრიტიკოსი. უცხო ენების ცოდნა კი დამატებით შანსს იძლევა დასაქმების კუთხით.

წარჩინებით დავასრულე   უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურები და ამჟამად ვასრულებ დოქტორანტურის საფეხურს.

დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლესს დაწესებულებებში.

ვმუშაობ ქ. ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო და ქუთაისის უნივერსიტეტებში.

ახალი ცოდნის, გამოცდილების მისაღებად და ახალი ამბიციური მიზნების მისაღწევად საჭიროა ცოდნა და დაუღალავი შრომა  როგორც ამბობენ,“ თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასოდეს შეწყვიტო სწავლა“. საფუძველი კი იმ ცოდნის ტაძარიდან მივიღე, რომელსაც ვეზიარე და დღემდე არ შემიწყვეტია მასთან კავშირი. მან მომცა ცოდნა, ხოლო ცოდნა გვანიჭებს თავისუფლებას: შემოქმედებითს, პირადს, ზნეობრივს.

ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვურჩევ გულისყურით მოუსმინონ საკუთარ „მე“-ს. აირჩიონ პროფესია, რომელიც მათთვის ახლოა, საწადელი, რომლის აასთვისებლად გააჩნიათ საჭირო უნარები და, რაღა თქმა უნდა, ნიჭი.

უნივერსიტეტში ვღებულობ მომაწილეობას შიდა თუ გარე საერთაშორისო კონფერენციებში. კონფერენციების ფარგლებში მაქვს პუბლიკაციები რეცენზირებად ჟურნალებში, რომელიც იძებნება აღიარებულ ბაზებში.

აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს აქვს ყველანაირი ხელშეწყობა სწავლების თვალსაზრისით. მონდომებული და აქტიური სტუდენტი აქ ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას და იპოვის ღირსეულ ადგილს. ვისურვებდი გაუმჯობესებულ ინფრასტრუქტურას და მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვას, სხვა ყველაფერი ჩვენს ხელშია. წარმატებებს ვუსურვებ ჩემს უნივერსიტეტს , რექტორატს, აკადემიურ და ტექნიკურ პერსონალს.