ანა შვანგირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
საბაკალავრო საფეხური დავასრულე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როდესაც გადავწყვიტე მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება, თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა. აწსუ დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტია, რომელიც დასავლეთ საქართველოს ამშვენებს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი ზრუნავდა თითოეული ახალგაზრდისთვის სწავლა ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ყოფილიყო, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. ბევრი მსმენია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე, მათ პროფესიონალიზმსა და წარმატებაზე, რის შედეგადაც მსურდა სწავლის მნიშვნელოვანი საფეხური, სწორედ ამ უნივერსიტეტში გამეგრძელებინა.
ჩემი პროფესია იმიტომ ავირჩიე, რომ ქართული ენა და ლიტერატურა ბავშვობიდანვე გამორჩეულად მიყვარდა. მიმაჩნია, რომ ლიტერატურა ადამიანს ეხმარება საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობაში. ლიტერატურა ოკეანეს ჰგავს, ღრმას და მიუწვდომელს. სურვილი მქონდა, როდესაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გავხდებოდი , თითოეული ჩემი მოსწავლისთვის გამეზიარებინა ლიტერატურის არსი, ენის მნიშვნელობა და ღირებულება, მესწავლებინა თუ რამდენად ღირებულია ადამიანისთვის. ლიტერატურის გააზრება, ხომ თავისთავად გულისხმობს შეფასებისა და თვითშეფასების უნარის განვითარებას. თითოეულ ადამიანს განსაკუთრებით უნდა უყვარდეს საკუთარი ენა და იცნობდეს მისი ქვეყნის ლიტერატურულ მემკვიდრეობას, რომელიც ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს მსოფლიო ლიტერატურაში. და მე, როგორც პედაგოგს, მწამს, რომ ლიტერატურის სიყვარული მნიშვნელოვანია თითოეული პიროვნების განვითარებაში, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა:” ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი.”
სურვილი მაქვს სწავლა განვაგრძო დოქტორანტურაზე, რა თქმა უნდა , ამავე უნივერსიტეტში.
სწავლის დამთავრებისთანავე დავსაქმდი ჩემი პროფესიით.
ამჟამად ვმუშაობ ქალაქ ხონის, სოფელ კუხის საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.
წარმატებული კარიერის საფუძველი ბევრ შრომასა და ოჯახის თანადგომას უკავშირდება. მთავარია, გააზრებული გქონდეს რისი მიღწევა გსურს. დაისახო მიზანი და არასდროს შეწყვიტო განვითარება.
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ მთავარია აირჩიონ ის პროფესია , რომელიც მათ სურს. აკეთონ ის , რაც ყველაზე მეტად უყვართ. სწორად გაანალიზონ არჩეული პროფესიის არსი და იზრუნონ მიზანმიმართულად განახორციელონ განვითარებისკენ მიმავალი გზა.
უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში მონაწილეობა აქტიურად ვმონაწილეობდი მაგისტრანთა და დოქტორანტთა სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტში იმართებოდა.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის ხელს უწყობს თითოეულ სტუდენტს განახორციოელონ თავიანთი იდეები და წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები. 2018-2019 წლებში გამოიცა ორი კრებული:” ჭაშნიკი” და “საწინდარი” ბატონი გია ხოფერიას ხელმძღვანელობით. ამ ორი წიგნის დაბადება სწორედ რომ თითოეული სტუდენტის აღმოჩენას უკავშირდება. ბატონი გიას ძალისხმევით და რუდუნებით საშუალება მოგვეცა თითოეულ სტუდენტს , მათ შორის მეც, გაცნობოდა მკითხველი ჩვენს მოკრძალებულ მხატვრულ შემოქმედებას.
უნივერსიტეტი მიისწრაფის განვითარებისკენ, ყოველთვის ცდილობს სიახლეების დანერგვას. ვუსურვებდი, შემეცნებით და კულტურულ აღმასვლას, რაც განაპირობებს მომავალი თაობის განვითარებასა და წინსვლას ქვეყნის საკეთილდღეოდ.