გიორგი ხუსკივაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, მდებარეობიდან გამომდინარე, იგი ახლოს იყო იმ რაიონთან, სადაც ვხოვრობდი და შესაძებელი იყო სახლიდან სიარული უნივერსიტეტში, რომ არა აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, უმაღლესში ვერ ჩავაბარებდი. ასევე საზოგადოებაში აღნიშნულ უნივერსიტეტს აქვს ძალიან კარგი სახელი, რამაც დადებითად განმაწყო აბიტურიენტობის პერიოდში.
მე გავიზარდე პედაგოგების ოჯახში, დედაც და მამაც პედაგოგები იყვნენ, ასევე ჩემი დაც პედაგოგია. პატარაობიდანვე მქონდა შეხება სწავლა – სწავლების პროცესთან. სკოლაში ძალიან მიყვარდა ბიოლოგია, როგორც საგანი და ბიოლოგიის პედაგოგი – ქალბატონი ელზა ფერაძე, რომელმაც მიბიძგა გავყოლოდი ბიოლოგიას და სიღრმისეულად შემესწავლა იგი, როგორც მეცნიერება.
თავიდან არ მიფიქრია პედაგოგობაზე, თუმცა მაინორ პროგრამის არჩევის შემდგომ ძალზედ გამიტაცა ამ სფერომ, მე ვიპოვე საკუთარი თავი და ავირჩიე ცხოვრებისეულ გზად, ვყოფილიყავი განმანათლებელი, ადამიანი, რომელიც აღზრდის ახალ თაობებს და მათ ჩაუნერგავს წარმატებისკენ სწრაფვის სურვილებს, ამ ყველაფრის გაზრებაში ძალიან დამეხმარა ქალბატონი ნათელა ღვინიანიზე, ჩემი პედაგოგიკის ლექტორი.
ამჟამად ვსწავლობ ილიას სახემწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და განათლების ფაკულტეტზე, განათლების ადმინისტრირების განხრით. შიდა საუნივერსიტეტო გამოცდებში 450 კაციდან გავედი მე-4 ადგილზე, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის ჩემ ბაკალავრზე მიღებულ ცოდნას.
ამჟამად ვმუშაობ სსიპ ქალაქ თბილისის 131 საჯარო სკოლაში ბიოლოგია – ბუნებისმეტყველების პედაგოგად, ვარ ორივე საგანში სერტიფიცირებული პედაგოგი. ასევე ვმუშაობ შეფასებისა და გამოცდების ერეოვნულ ცენტრში. ასევე ვმუშაობდი აფთიაქში „პსპ ფარმასი“ ფარმაცევტად, რაშიც ძალიან გამომადგა ბიოლოგის სიღრმისეული ცოდნა. ვმუშაობდი ღების საჯარო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად.
წარმატებულ კარიერულ გზას რაც შეეხება: ყველაზე მთავარი არის სწორი ადამიანები, ვინც სწორი მიმართულება მომცა, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი, რომელმაც მომცა საშუალება, ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი კადრი ქართულ ბაზარზე.
რაც შეხება ჩემეულ მიდგომებს, მე ყოველთვის ორიენტირებული ვარ განვითარებაზე, ვარ სულით კარიერისტი და ამით ვცხოვრობ, როცა იცი შენი გზაა, უბრალოდ, მიჰყვები მას და ვერაფერი შეგაჩერებს. ვესწრები უამრავ ტრენინგს და ვცდილობ გადავდგა სწორი ნაბიჯები. ვაპირებ სწავლას დოქტორანტურაში, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში. რაც, ვფიქრობ, კიდევ მეტ წარმატებას მომიტანს.
ახალგაზრდებს ვეტყოდი, რომ, პირველ რიგში, არ მოუსმინონ სხვებს. ისინი ირჩევენ გზას, რომელზედაც მთელი ცხოვრება უნდა იარონ, აირჩიონ ის, რაც უყვართ და ყოველთვის გაკეთონ მაქსიმუმი მიზნის მისაღწევად. ასევე იმუშაონ თვით განვითარებაზე, უნივერსიტეტი მათ მიცემს იარაღს(ცოდნას), რომელიც სწორად უნდა გამოიყენონ.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი კონფერენციებში, ასევე გავიარე სტაჟირება სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში.
მე კმაყოფილი ვარ ამ უნივერსიტეტის მუშაობით და მიდგომებით, თუმცა კარგი იქნება მეტი ახალგაზრდა ლექტორის ჩართულობა სწავლების პროცეში.