ქეთევან ფუტკარაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი ეს არჩევანი – ჩამებარებინა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით, კერძოდ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ტრადიციებითა და ნოვატორობით ლიდერი , მოთხოვნადი, წარმატებული უნივერსიტეტი, გამორჩეული პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიურობით და სწავლების მაღალი ხარისხით. უნივერსიტეტი, რომელმაც მომცა საშუალება გაზრდის, განვითარების, წინსვლის თუ არა ერთი წარმატების.

ჩემს მიერ პროფესიის არჩევა განაპირობა ენებისა და ლიტერატურის მიმართ დიდმა სიყვარულმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი განათლების პირველი საფეხური წარმატებით დავასრულე ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით, შემდეგ სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის მეორე საფეხურზე სამაგისტრო პროგრამა-კლასიკურ ფილოლოგიაზე, რომელიც წითელ დიპლომზე დავამთავრე.

ამჟამად, ვსწავლობ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე და 2018 წლიდან , დღემდე ,ვმუშაობ ამავე უნივერსიტეტში ,კლასიკური და რომანული ფილოლოგიის დეპარტამენტში , ხელშეკრულებით მოწვეული სპეციალისტის პოზიციაზე.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი საერთაშორისო პროექტებსა და კონფერენციებში.

ახალგაზრდები, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას ვეტყოდი, რომ შეარჩიონ ის პროფესია, რომელიც მათ თავად სურთ. ირწმუნონ საკუთარი ძალების, არასდროს დანებდნენ ,  არასდროს შეწყვიტონ წინსვლა და განვითარება. უნდა იცოდნენ, რომ წარმატებული კარიერული გზის საფუძველი, პირველ რიგში არჩეული პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულია.

და ბოლოს, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს თითოეულ სტუდენტს ნებისმიერი აქტივობის და იდეის განხორციელებაში.