თინათინ მილორავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
ვფიქრობ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია ისტორიითა და შესაძლებლობებით.
ჩემს პროფესიაში ერთდროულად გამოიხატება ქვეყნის სიყვარული და სახელმწიფო ენის სამსახური.
მაგსიტრატურა დავასრულე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამჟამად, ვარ ამ უნივერსიტეტის დოქტორანტი ქართველური ენათმეცნიერების მიმართულებით.
დასაქმებული ვარ მიღებული განათლების შესაბამისად.
ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და ვარ მოწვეული ლექტორი ქართული ენის მიმართულებაში.
ასევე, ვმუშაობ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში უფროს მასწავლებლად.
წარმატების მიღწევისთვის აუცილებელია შრომა, მიზანი და საკუთარი თავის რწმენა.
ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ პროფესია უნდა აირჩიოთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ინტერსთა სფეროდან გამომიდანერე.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიურად ვმონაწილეობდი საერთაშორისო პროექტებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში. ამ მხრივ, გამორჩეულია ჩვენი უნივერსიტეტი. იგი სტუდენეტებს აძლევს შესაძლებლობას ყოველმხრივ გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.
სიამაყით აღვნიშნავ, რომ არაერთი იდეის განხორციელებაში დაგვხმარებია უნივერსიტეტი. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვის ტრადიცია ჩვენი თაობის სტუდენტების იდეა იყო, რომელიც დღემდე გრძელდება უნივერსიტეტში.
უნივერსიტეტს ვურჩევდი, სწავლების გაუმჯობესების მიზნით კვლავ გაგარძელონ სტუდენტების მხარდაჭერა სხვადასხვა პროექტის განხროციელებისას.