უშანგი ფხაკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

1981 წელს ჩავირიცხე ქუთაისის ნ. მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ქიმიურ ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი დავასრულე 1989 წელს და მომენიჭა ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია. 2006-2007 წლებში ვსწავლობდი აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგ მომენიჭა განათლების მაგისტრის ხარისხი ზოგადი და უმაღლესი განათლების მეთოდისტის კვალიფიკაციით.

2009-2010 წლებში ვსწავლობდი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციისა და გადამზადების ცენტრალურ ინსტიტუტში და მისი სრული კურსის დასრულების შემდეგ მომენიჭა მათემატიკის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

მივხვდი რა, რომ  პედაგოგობა და სკოლისადმი სიყვარული ჩემი კრედო იყო. პოლიტექნიკური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ სკოლისკენ გზა მხოლოდ აკ. წერეთლის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებით შემეძლო მხოლოდ.

სკოლამ გამზარდა, ჩამომაყალიბა როგორც პიროვნება და ჩემს მოვალეობად ჩავთვალე სკოლაში მუშაობით დამებრუნებინა ვალი მისთვის.

დასაქმებული ვარ მიღებული განათლებით, რომელიც მაგისტრატურაში სწავლით მივიღე. ამჟამად ვარ ქუთაისის N11 საჯარო სკოლის დირექტორი.

ვფიქრობ, არჩეული სპეციალობის შესაბამისი განათლების მიღება, საქმისადმი ერთგულება და ბავშვების სიყვარული ჩემი წარმატებული კარიერის საფუძველია.

ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, თავიანთი უნარ – ჩვევების შესაბამისი განათლების მიღება დაისახონ მიზნად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუჭირდებათ თავის დამკვიდრება საზოგადოებაში.

აკ. წერეთლის უნივერსიტეტის დასრულებისას ჩემი სადიპლომო ნაშრომი  „მასწავლებელი და მისი პროფესიული განვითარება“ გამოვეცი წიგნად, სადაც მისი გამოცემისთვის დიდი წვლილი სწორედ უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობაში გამოიხატა.

უნივერსიტეტს ვურჩევდი სასწავლო კომპონენტში პრაქტიკის წილის მეტად გაზრდას.