მარეხი ნიკოლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის შესახებ ბევრი მსმენოდა, მაგრამ აბიტურიენტობისას დავინტერესდი, მეტი გამეგო. ამ უნივერსიტეტმა ქვეყანას და ქალაქს ბევრი სახელოვანი ადამიანი აღუზარდა. ასევე, გავეცანი უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებსა და შესაძლებლობებს, ამიტომაც არჩევანი შევაჩერე ჩემს უნივერსიტეტზე. სურვილი მოქნდა სწავლა ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით გამეგრძელებინა და ქალბატონი მადონა მეგრელიშვილის სახელი და გავლენაც იყო ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი. ვიცოდი, რომ აქ შესაძლებლობები და შრომა აუცილებლად დაფასდებოდა.
ჩემი აბიტურიენტობის დროს და დღესაც ითვლება, რომ ინგლისური არის „ლინგვა ფრანკა“, ამიტომაც, გადავწყვიტე ამერჩია ეს პროფესია. უცხო ენის ფლობა გარანტია იქნებოდა ჩემთვის სამომავლო განვითარებისათვის, როგორც კარიერული ისე პროფესიული თვალსაზრისით. ასევე, მქონდა ინფორმაცია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებდა გაცვლითი პროგრამები, ლექციებს კითხულობდნენ დარგის პროფესიონალები და ამავდროულად, შესაძლებლობა იყო კომუნიკაცია გვქონოდა ადამინებთან ვისთვისაც ინგლისური მშობლიური ენაა, ეს კი დაგვეხმარებოდა ინგლისური ენის სწორად და მაღალ საკომუნიკაციო დონეზე შესწავლაში. ასეც მოხდა, რადგან სამი წლის განმავლობაში სხვადასხვა საგნებს გვიკითხავდნენ უცხოელი მასწავლებლები.
2016 წელს ჩავაბარე და 2018 წელს წარჩინებით დავასრულე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამა.
2017 წელს ჩავაბარე და 2018 წელს დავასრულე პედაგოგიური ფაკულტეტის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა და ავიღე ინგლისური ენის უფროსი მასწავლებლის სტატუსის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
2021 წელს ჩავაბარე პედაგოგიური ფაკულტეტის ერთობლივ (ATSU, TSU, BSU, TeSAU) სადოქტორო პროგრამაზე განათლების მეცნიერებები. ვმუშაობ დისერტაციაზე სახელწოდებით – ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ბავშვების უფლებების დაცვის საკითხები ზოგადიგანათლების პროცესში იმერეთის რეგიონის ზოგადასაგანამნათლებლო სკოლების მაგალითზე. ჩემი ხელმძღვანელის აწსუს პროფესორი ბატონი იმერ ბასილაძე, ხოლო კონსულტანტი, აწსუ საპატიო დოქტორი და იუნისეფის ბავშვთა ფონდის წარმოამდგენელი საქართველოში ღასან ხალილი.
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარებისთანავე, ინგლისური ენის ბაკალავრის ხარისხით, უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურიდან შემარჩიეს სტაჟიორად პედაგოგიურ ფაკულტეტზე. მიღებული განათლებითა და უნივერსიტეტში შეძენილი უნარებით შევძელი სტაჟირების პროგრამიდან გავმხდარიყავი ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომელი და 2017 წლიდან დღემდე ვარ პედაგოგიური ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი. ასევე, ვარ აწსუ ენათა ცენტრის მოწვეული მასწავლებელი. პედაგოგიური ფაკულტეტის ხელშეკრულებით მოწვეული მასწავლებელი. 2020 წლიდან ვარ პროფესიული საგანამნათლებლო პროგრამის – აღმზრდელი -ხელმძღვანელი და მოდულების განმახორციელებელი. მოდულები, ასევე, მიმყავს ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ქუთაისის ფილიალში. ჩემივე პროფესიით 2017 წლიდან დღემდე ვმუშაობ მასწავლებლის სახლში, ქართული ენა ემიგრანტებისათვის პროგრამის მასწავლებლად.
ყველამ ვიცი, რომ შენობა მაშინ არის მყარი და ძლიერი, თუ მისი საძირკველია ძლიერი. შესაბამისად ჩემ კარიერულ გზაზეც ყველა ის აგური არის მნიშვნელოვანი და წარმატების საწინდარი, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დადო და დააშენა ამ გზაზე. უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა, უნარები და გამოცდილება არის ის რამაც აქამდე მომიყვანა. აქ არ გასწავლიან მხოლოდ ენას ან რაიმე კონკრეტული მეცნიერების საფუძვლებს. გასწავლიან როგორ უნდა იყო შენი საქმის მცოდნე, კომუნიკაბელური, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და მებრძოლი სულით სავსე. ადმინისტრაციის ყველა წევრი, თუ თითოეული ფაკულტეტის ლექტორ მასწავლებლები გვინერგავდნენ ჭეშმარიტი აღზრდის პრინციპებს, რომ ადამიანის ჰარმონიულ პიროვნებად ფორმირებისათვის აუცილებელია მისი გონებრივი, ფიზიკური, ესთეტიური და შრომითი აღზრდა. გვინერგავდნენ ინტელექტუალურ და მორალურ უნარ-ჩვევებს.
ყველას ვინც ახლა სამომავლო პროფესიის არჩევისა და კარიერული განვითარების დაგეგმვის გზაზეა ვურჩევდი, რომ ჩემს მსგავსად განსაზღვრონ პრიორიტეტები, იცოდნენ რა უნდათ მომავალში და რისი მიღწევა სურთ. ჩვენს ქალაქს და უნივერისტეტს დიდი პოტენციალი აქვს, საუნივერისტეტო ქალაქად წოდებულ ქალაქში ტვინების გადინება არასასურველია. ასევე, ვურჩევდი გაეცნონ ყველა უნივერსიტეტის შემოთავაზებულ პროგრამებს, განვითარების ხელშემწყობ სტრატეგიებს და მხოლოდ ამის შემდგომ გააკეთონ არჩევანი. ვიღაცისათვის აწსუ რეგიონული უნივერისტეტია, მაგრამ თუ შევადარებთ სხვა უნივერსიტეტბს ალბათ პასუხი აშკარა და ნათელია, ის დასავლეთ საქართველოს საგანამნათლებლო ჰაბია ნამდვილად.
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლისას მონაწილეობას ვიღებდით საფაკულტეტო და სტუდენტთა კონფერენციებში. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე საერთაშორისო კონფერენციაში HENTI-2017, ვიყავი საერთაშორისო კონფერენციის, სწავლებისა და აღზრდის აქტუალური პრობლემები, საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. ვმონაწილეობდი უნივერისტეტის მიერ დაორგანიზებულ სხვადასხვა ტრენინგ კურსებში. სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პერიოდში ვმონაწილეობს საფაკულტეტო, საუნივერსიტეტო, ეროვნულ და საერთაშორისო კონფერენციებში. 2019 წელს მონაწილეობა მივირე თელავის იაკობ გეოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფერენციაში „კულტურათაშორისი დიალოგები“, 2020-2021-2022 წლებში სისტემატურად ვმონაწილეობდი იუნისეფ საქართველოს მიერ ორგანიზაბულ კონფერენციაში – “ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვა საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში”. ჩართული ვიყავი და ვარ ერაზმუს + საგრანტო პროექტებში.
უნივერსიტეტის მხრიდან ყოველთვის ვგრძნობდით გვერდით დგომას და მხარდაჭერას. იქნებოდა ეს გამოცდაზე დროის გახანგრძლივება, დამატებითი მასალების მოძიებაში ხელშეწყობა, ბიბლიოთეკის ტექნიკური და მატერილური ბაზის სრულად გამოყენება თუ ნებისმიერი სხვა რაიმე. ყველაზე მასშტაბური იდეა ალბათ რასაც უნივერისტეტმა მხარი დაუჭირა და სრული მზადყოფნა გამოხტა იყო 2021 წელს ჩვენი უნივერსიტეტის მასპინძლობით ჩატარებული ევროპის გოგონათა საიუბილეო მეათე მათემატიკური ოლიმპიადა (EGMO). თუმცა ოლიმპიადა ონლაინ ჩატარდა. მქონდა ბენდიერება ვყოფილიყავი ამ ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი და საკონტაქტო პირი. ასევე, უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და სურვილით 2022 წელს უნგრეთში ჩატარებულ ოლიმპიადაზე ისევ შევთავაზეთ მრჩეველთა საბჭოს ოლიმპიადის საქართველოში, ქუთაისში და კერძოდ აკაკი წერეთლის სახლმწიფო უნივერსიტეტში ჩატარება, რაზეც სრული თანხმობა მივიღეთ და 2024 წელს ოლიმპიადას ისევ ჩვენი უნივერსიტეტი უმასპინძლებს. უნივერსიტეტის თანხმობით და ხელშეწყობით მე ისევ საკონტაქტო პირი და ამავდროულად EGMO-ს მრჩეველთა საბჭოს წევრი გავხდი.
სასწავლო პროცესის მართვა საკმაოდ რთულია. ახლა როდესაც მეც ჩაბმული ვარ სასწავლო პროცესში, მეტად ვხედავ, რის გაუმჯობესებას ვისურვებდი ისევ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი რომ ვიყო. პირველ რიგში, ალბათ, ეს იქნებოდა ახალი და უახლესი სახელმძღვანელოების ადაპტირება. ასევე, უცხოური ლიტერატურის თარგმნა დარგის სპეციალისტების მიერ. პანდემიამ გარკვეულად შეცვალა სასწავლო გარემო და პროცესი და მეტად აქტუალური გახდა პროექტებითა და პრობლემებით სწავლება, რაც აუდიტორიებში ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას საჭიროებს. დღესდღეობით, მნიშვნელოვდან აღარ მაგრამ მაინც დგას ელექტრონული სახელმძღვანელოების პრობლემა, განსაკუთრებით ბეჭდური წიგნებისა, რომლებიც მხოლოდ ბიბლიოთეკაშია ხელმისაწვდომი და ისიც მხოლოდ რამოდენიმე ეგზემპლარად არსებობს.
ჯამში, მინდა ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა ჩემს ალმა მატერს. სამი რექტორის პერიოდში მომიწია სწავლა, ბატონი გიორგი ღავთაძის, ბატონი როლანდ კოპალიანისა და სწავლას ვაგრძელებ ახლად არჩეული რექტორის ბატონი შალვა კირთაძის ხელმძღვანელობისას. უნივერსიტეტი ყოველთვის ინარჩუნებს გელათის აკადემიის საფუძვლებს. წარმატებას ვუსურვებ ყველა მომავალ და მოქმედ სტუდენტს. დამერწმუნეთ, თქვენ სწორედ იქ ხართ სადაც საჭიროა, თქვენი კარიერული და პიროვნული განვითარებისათის.