ნინო ფართლაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2009 წელს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე , ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულებით და დღემდე ამ უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ. 2013 წელს, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, სწავლა გავაგრძელე მაგისტრატურაში, ლინგვისტიკის მიმართულებით, რომელიც დავასრულე 2015 წელს და მომენიჭა ლინგვისტიკის მაგისტრის ხარისხი. 2021 წელს ჩავაბარე დოქტორანტურაში, თეორიული ენათმეცნიერების მიმართულებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია და აქ უამრავი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, შესაბამისად, ბევრი არ მიფიქრია ამერჩია ეს უნივერსიტეტი.
განსაკუთრებით მიყვარდა მშობლიური ენა და ლიტერატურა. ამასთანავე, სკოლის პერიოდში, ვწერდი ჩანახატებს, ლექსებს, ვიღებდი მონაწილეობას შემოქმედებით კონკურსებსა და ოლიმპიადებში , რაც კიდევ უფრო დამეხმარა პროფესიის არჩევაში.
უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დავიწყე მუშაობა, რა თქმა უნდა, ჩემივე პროფესიით. უნივერსიტეტმა მომცა საშუალება, მიმეღო მონაწილეობა ,,სახელმწიფო სტაჟირების“ პროგრამაში, რომელიც გავიარე ბაღდათის რაიონ სოფელ ვარციხის საჯარო სკოლაში და ამავე სკოლაში გავაგრძელე მუშაობა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამასთანავე, 2019-2020 წლებში ვმუშაობდი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ,,კურიკულუმის განვითარებისა და დანერგვის ექსპერტის ასისტენტად“, ამჟამად ვაგრძელებ სწავლას დოქტორანტურაში , რაც მაძლევს შესაძლებლობას, ვიმუშავო წარმატებული პროფესორების გვერდით და გავიზარდო პროფესიული თვალსაზრისით.
ჩემი წარმატებული გზის საფუძველი ,ვფიქობ, არის ინტერესი და შრომისმოყვარეობა, რომელიც იძლევა გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობას, რაც განაპირობებს ნაყოფიერ სამუშაო პროცესსა და, რა თქმა უნდა, წარმატებასაც.
ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვეტყოდი, აირჩიონ თავიანთი საოცნებო პროფესია, იყვნენ ყოველთვის სიახლეების ძიებაში, მუდმივად იმუშაონ საკუთარ განვითარებაზე, არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს და არასოდეს დაკმაყოფილნენ მიღწეული შედეგებით.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში არაერთ კონფერენციასა და სიმპოზიუმში მიმიღია მონაწილეობა . ჩვენს უნივერისტეტში უწყვეტად ტარდება სტუდენთა კონფერენციები, სიმპოზიუმები, მოქმედებს საერთაშორისო პროექტები, შესაბამისად, დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, ამ მხრივაც მუდმივად იაქტიურონ.
ჩვენი უნივერსიტეტი ყოველთვის მხარში უდგას სტუდენტებს ნებისმიერი აქტივობისა თუ იდეის განხორციელებაში.
უნივერიტეტის ხელმძღვანელობა ყოველთვის ცდილობს კვალდაკვალ მისდიოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებს, სწავლების გაუმჯობესების მიზნით, ტარდება არაერთი ტრენინგი და აქტივობა, როგორც პროფესორ-მასწავლებლებისათვის, ასევე სტუდენტებისთვის.