საბა ნერგაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
თავდაპირველად, სანამ არჩევანს გავაკეთებდი, თუ სად მიმეღო უმაღლესი განათლება, ჩავატარე კვლევა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე, მის მიღწევებსა და წარმატებაზე, მხარდაჭერაზე, რომელსაც უწევს სტუდენტებს. მიღებულ გადაწყვეტილებაზე უმეტესწილად გავლენა იქონია უნივერსიტეტის ლექტორებმა და კათედრის ხელმძღვანელებმა, რომელთაც სურთ შექმნან გარემო სტუდენტთათვის, რომელიც ხელსაყრელი იქნება ხარისხიანი განათლებისთვის.
სკოლის პერიოდშივე გამიჩნდა ინტერესი აგროინჟინერიის მიმართ. ამასთნ ერთად, გასათვალისწინებელია საქართველოს შესაძლებლობა სოფლის მეურნეობის უკეთ განვითარების შესახებ, რაც დიდ ინტერესს იწვევდა ჩემში. სწორედ ამ მომენტიდან მოყოლებული, ვიცოდი, რომ მინდოდა აღნიშნული საქმის სიღრმისეულად შესწავლა.
ვთვლი, რომ კარიერული წარმატებისთვის აუცილებელია მუდმივად ცოდნის მიღება და განვითარება, რის საფუძველზეც ახლო მომავალში ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე.
უნივერსიტეტს შეუძლია კურსდამთავრებულებს ბრწყინვალე ცოდნა, გამოცდილება და უნარები შესძინოს, რამაც საშუალება მომცა მიღებული განათლების შესაბამის სფეროში დავსაქმებულიყავი.
უნივერსიტეტში შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე ვგეგმავ ჩამოვაყალიბო საკუთარი სანერგე მეურნეობა.
ყველა კარიერულ გზას აქვს მთელი რიგი წარმატების ფაქტორები, რომელთა იდენტიფიცირება გადამწყვეტია…
მიზანი არის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც აქცევს ჩვენს ხედვას რეალობად. როდესაც გეცოდინებათ თქვენი მიზანი და გექნებათ ნათელი სურათი თქვენი მომავლის შესახებ, მაშინ დროა გადადგათ ნაბიჯები. მიიღეთ ინფორმაცია თქვენს სფეროში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩვევად აქციეთ ყველა ინფორმაციის წაკითხვა, რომელიც თქვენს კარიერას ეხება.
ახალგაზრებს, რომლებმაც პროფესია აწი უნდა აირჩიონ, ვეტყვი, რომ არასდროს შეწყვიტონ სწავლა. ეს გააუმჯობესებს თქვენს აზროვნებას და, რა თქმა უნდა, თქვენს ცოდნას.
მიზნების დასახვა ორგანიზებას უკეთებს თქვენს აზროვნებას და უფრო მართვადს ხდის დავალებებს თქვენთვის.
და, რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნდით, რომ რასაც აკეთებთ, იქნება ეს თქვენი საოცნებო სამუშაო თუ გადადგმული ნაბიჯი თქვენი საოცნებო საქმისკენ, ყოველთვის ისიამოვნებთ იმით, რასაც აკეთებთ, ამგვარად, ვერასოდეს იგრძნობთ, რომ მუშაობთ ერთი წუთით და ეს გაძლევთ თავდაჯერებულობას, რომ უკეთესად გააკეთო საქმე.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის აძლევს სტუდენტებს საშუალებას, გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და მიიღონ გამოცდილება მრავალ პროექტსა თუ კონფერენციაში მონაწილეობისას. ასეთი იყო 2018 წელს გამართული რიგით 28–ე კონფერენცია, რომლის სათაურიც იყო: „სეტყვა და მასთან ბრძოლის პერსპექტივები მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობაში.“ ასევე მონაწილეობა მივიღე სამეცნიერო კვლევაში, თემის სახელით „სატრანსპორტო საშუალებების ტოქსიკურობის ზრდის ფაქტორები“, რომელიც შემდგომ დაიბეჭდა ჟურნალში: „აგროNews” –ში და სხვ.
დეკანი, დეპარტამენტი და, ზოგადად, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის მზად იყო და მზადაა დაეხმაროს სტუდენტს და შეუქმნას ყველა საჭირო პირობა იდეის განხორციელებისთვის.