თეკლე სირაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე 2018 წელს , გამოყენებითი დიზაინის ფაკულტეტზე და დავამთავრე 2023 წელს. უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჩემს ქალაქში ყველაზე პრესტიჟულია, ასევე, ჩემი არჩევანი განაპირობა იმ ფაკულტეტის საქმიანობამ და მიღწევებმა, რომელსაც ვირჩევდი. პროფესიის არჩევანი განაპირობა ჩემმა ინტერესმა მოდის, ხატვის და ზოგადად, ხელოვნების მიმართ. ყოველთვის მომწონდა ტანსაცმლის ესკიზების, გრაფიკული გამოსახულებების ნახვა. მიყვარდა ხატვა…. ნებისმიერი ადამიანის წარმატებული კარიერის საფუძველი არის პასუხისმგებლობა, პროფესიონალიზმი და მენეჯმენტის სწორად წარმართვა . უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მივიღე უკრაინის საერთაშორისო კონკურსში „ PECHERSKI KASHTANY “ , სადაც დავიკავე პირველი ადგილი – PRO-ART SKETCH COMPETITION-ში. ახალგაზრდებს ვურჩევ პროფესიის არჩევამდე სწორად შეაფასონ საკუთარი შესაძლებლობები და განსაზღვრონ სამუშაო ბაზრის მოთხოვნები კონკრეტულ პროფესიასთან მიმართებაში.