მარიამი კავთელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ნებისმიერი პროფესია უდიდეს პასუხისმგებლობას, ცოდნას და კეთლსინდისიერებას  მოითხოვს, ამიტომ უდიდესი მნშვნელობა აქვს იმ  გარემოს, სადაც შეძლებ აღნიშნული უნარ-ჩვევების შეძენას, სწორედ ამ კრიტერიუმებით ავარჩიე  ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და არც შევმცდარვარ, რადგან იგი  პირველი სტუდენტური დღიდანვე ჩემი გზამკვლევი გახდა წარმატებული მომავლისკენ. ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მშობლიური და მსოფლიო ისტორიის საფუძვლები სწორედ ამ უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე შევისწავლე. საშუალება მომეცა, მაღალი პროფესიონალიზმით სავსე გარემოში მიმეღო ცოდნა. სწავლების მაღალი სტანდარტი, კოლეგიალური და მეგობრული გარემო – ეს ის ფაქტორებია, რომლებიც აუცილებლად შეგაყვარებს ამ უნივერსიტეტს მთელი თავისი შემადგენლობით.

პროფესის არჩევაზე ბევრი არასოდეს არ მიფიქრია, რადგან ისტორიით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული, ამაში უდიდესი დამსახურება ჩემს პირველ ისტორიის მასწავლებელს მიუძღვის, რომელმაც შემაყვარა წარსული და ამასთანავე საძირკველი ჩაუყარა ჩემს მომავალ პროფესიულ მოღვაწეობას.

საბაკალავრო პროგრამის დასრულბის შემდეგ, სწავლა განვაგრძე ამავე უნიერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე, ევროპის და ამერიკის ახალი და უახლესიი ისტორიის მიმართულებით, ამავდროულად გავიარე მასწავლებლის გადამზადების ერთწლიანი პროგრამაც და გავხდი ისტორიის უფროსი მასწავლებელი.

დღესდღეობით დასაქმებული ვარ ჩემი პროფესიით, ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებლად, ვმუშაობ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. იდლიანის საჯარო სკოლაში.

წარმატებული მოღვაწეობისათვის აუცილებელია კოლეგიალურობა და განვითარებისაკენ, სიახლეებისკენ მუდმივი სწრაფვა. ჩვენ, ქართველები, უძველესი და გამორჩეული ისტორიის მქონე ერი ვართ და მიმაჩნია, რომ თითოეული ქართველი განსაკუთრებულად უნდა აფასებდეს საკუთარ წარსულს, ამასთანავე სწორედ წარსულის შეცდომების შეცნობითა და გაანალიზებითაა შესაძლებელი უკეთესი მომავლის შექმნა, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალი თაობის პრეროგატივაა, როგორც ილია მიიჩნევდა: „ერის დაცემა და განადგურება იწყება მაშინ, როცა ის ივიწყებს საკუთარი ქვეყნის ისტორიას“. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა მაკისრია ქვეყნის წინაშე, როგორც ისტორიის პედაგოგს. მართლაც, დაუღალავი შრომით ვცდილობ, რომ ვასწავლო ჩემს მოსწავლეებს რიგი ისტორიული საკითხები, დავანახო მათ სწორი გზა იმისათვის, რომ გაიზარდონ საკუთარი ქვეყნის პატრიოტები, სწორედ მომავალი თაობის მიღწევები იქნება, ალბათ, ჩემი პროფესიული წარმატების მწვერვალი.

პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, პროფესია საკუთარი ინტერესების, მისწრაფებების და შესაძლებლობების გათვალისწინებით აირჩიონ, ვინაიდან როდესაც აკეთებ იმას  რაც გიყვარს, უფრო მეტად მიზანდასახული და შრომისმოყვარე ხარ, ეს ყოველივე კი წარმატებული მომავლის საწინდარია. გარდა ამისა, არასდროს უნდა შეწყვიტონ საკუთარ განვითარებაზე ზრუნვა და ახლის ძიება, მოსაზრებების ურთიერთგაზიარება.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში აქტიური სტუდენდობა მქონდა,  ვიღებდი მონაწილეობას სხვდასხვა კონფერენციებში, ასევე ვმონაწილეობდი ექსპედიციებში, რამაც მრავალფეროვნება შესძინა ჩემს პროფესიას და მნიშვნელოვნად გააფართოვა ჩემი ცოდნის თვალსაწიერი.

უნივერსიტეტი ყოველთვის მხარს უჭერდა ჩვენს ნებისმიერ შემეცნებით წამოწყებას, არაერთხელ დაუფინანსებია არქეოლოგიური თუ ეთნოგრფიული ექსპედიცია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი პროფესიული ცოდნის გაფართოებას.