ნინო მატარძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის რეგიონში პირველი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება თავისი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით, სადაც შეიძლება მიიღო განათლება და გამოცდილება, რომელიც ხელს შეუწყობს, გახდე შენი საქმის პროფესიონალი, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრი შრომის ბაზარზე. ის სხვა უნივერსიტეტებიდან იმითაც განსხვავდება, რომ ზრუნავს არამხოლოდ თავი სტუდენტებზე, არამედ კურსდამთავრებულებზეც და მათ კარიერულ წარმატებას უყურებს ისე, როგორც თავად უნუვერსიტეტის წარმატებას.
ვფიქრობ, რომ სამართალია ერთადერთი ლეგიტიმური იარაღი უსამართლობასთან ბრძოლაში და რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თავისი წილი სამართლის პოვნასა და დაცვას. ჩემი პროფესიული არჩევანიც ამან განაპირობა.
ბაკალავრიატის დასრულებისთანავე სწავლა გავაგრძელე სამაგისტრო პროგრამაზე და 2022 წელს დავასრულე მაგისტრატურა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ამჟამად დასაქმებული ვარ მღებული განათლების შესაბამისად. ვმუშაობ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული დეპარტამენტში; ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის საკვირაო სკოლაში.
ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი პროფესიის სიყვარული, შრომა, მიზნისკენ სწრაფვა და, რაც მთავარია, ცოდნაა.
ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არა აქვთ გადაწყვეტილი, თუ რომელი პროფესია უნდა აირჩიონ მომავალში, ვურჩევ, მოუსმინონ საკუთარ თავს, მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის ის საქმე, რისი კეთებაც ბედნიერებას მოუტანთ.
იურიდული მიმართულებით სწავლის განმავლობაში ყოველთვის აქტიურად ვიყავი ჩართული დამატებით ღონისძიებებში, მათ შორის: იმიტირებულ სასამართლო პროცესებში, დებატების კლუბში, კონფერენციებში, სხვადასხვა სასწავლო ტრენინგსა თუ საგანმანათლებლო პროექტში.
როცა ვსაუბრობთ უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობაზე, პირველ რიგში, მახსენდება ის ლექტორები, რომლებიც იყვნენ სხვადასხვა პროექტში ჩემი ხელმძღვანელები და რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გვითმობდნენ დამატებით დროს, ენერგიასა, ცოდნას… მათი თანადგომა ხშირად ყოფილა მთავარი მოტივაცია, გაგვერისკა ახალ კონკურსში მონაწილეობა.