სალომე გოგიაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
ჩემი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ურთიერთობა 2016 წელს დაიწყო, როდესაც ჩავირიცხე ბიზნესის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, „ბიზნეს ადმინისტრირების“ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე. 2019 წელს ბაკალავრიატის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე სამაგისტრო საგანმანათლებლო საფეხურზე ფინანსების მიმართულებით, ხოლო 2022 წელს ისევ სტუდენტის სტატუსით ვაგრძელებ სწავლას ეკონომიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე.
განვლილ პერიოდს თუ გადავხედავთ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ჩემი გადაწყვეტილება, რომელიც ამ უნივერსიტეტს უკავშირდება, იყო სწორი და კარიერულ ზრდაზე ორიენტირებული. აკაკი წერეთლის სახელმწიფ უნივერსიტეტმა, ჩემმა ფაკულტეტმა, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად მომცა საშუალება, წარმომეჩინა საკუთარი შესაძლებლობები, როგორც ადგილობრვ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც კონკურსის საშუალებით გავხდი Erasmus+ პროგრამის მონაწილე და სწავლა სრული დაფინანსებით გავაგრძელე რიგაში ლატვიის უნივერსიტეტში, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, საინტერესო გამოცდილება, თავგასადავალი. ამიტომაც, უზომოდ მადლიერი ვარ ჩემი უნივერსიტეტის, ყველა ადამიანის, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ პროგრამის განხორციელებაში.
სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონფერენციები, საჯარო ლექციები იყო საუკეთესო პრაქტიკა, თუ როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტის აქტიური ცხოვრება.
აწსუ არის სივრცე, რომელიც ცოდნასთან ერთად სტუდენტებს აძლევს, მნიშვნელოვან ადამიანურ ურთიერთობებს, სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩემი საქმიანობა და ცოდნა ისევ უნივერსიტეტისთვის დამეკავშირებინა. ამჟამად ვარ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანამანთლებლო პროგრამების განვითარების და განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
ჩემს უნივერსიტეტს ვუსურვებ წინსვლას, ბევრ წარმატებულ კურსდამთავრებულს, გამოცდილ ახალგაზრდა კადრს. სტუდენტებს კი – აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოყენებას.