დარეჯან ბარდაველიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
2013 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის სპეციალობაზე, თურქული ფილოლოგიის მიმართულებით და სწავლა დავასრულე 2017 წელს. ბაკალავრიატის დასრულებისთანავე ჩავაბარე იმავე სპეციალობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც დავასრულე 2019 წელს და მომენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. რაც შეეხება ჩემს პროფესიულ არჩევანს: ეს პროფესია ავირჩიე, რადგან ძალიან მაინტერესებდა აღმოსავლური ქვეყნები, მათი კულტურა და წეს-ჩვეულებები.
2022 წელს ჩავაბარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საბიბლიოთეკო საქმე“, რომელიც დავასრულე 2024 წელს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა გადავწყვიტე, რადგან ვიცოდი, რომ ეს უნივერსიტეტი მომცემდა იმის საშუალებას, რომ მესარგებლა გაცვლითი პროგრამებით, მონაწილეობა მიმეღო სხვადასხვა პროექტში. სწავლის პერიოდში აქტიურად ვღებულობდი მონაწილეობას გაცვლით პროგრამებში, ვიმყოფებოდი თურქეთის ქალაქ ერზრუმში, ათათურქის უნივერსიტეტში. ასევე ვღებულობდი მონაწილოეობას სამეცნიერო კონფერენციებში.
2022 წლიდან ვმუშაობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაკომპლექტება – დამუშავების განყოფილებაში, სადაც აქტიურად ვიყენებ ჩემს ორივე პროფესიას. აქ დასაქამებაში გამომადგა ის ი ცოდნა, რომელიც მივიღე პრიოფესიონალი ლექტორ-მასწავლებლებისაგან.
სამომავლოდ ახალგაზრდებს მინდა ვურჩიო, რომ აუცილებლად აირჩიონ ის პროფესია, რომელიც მათ გულით სურთ და ფიქრობენ, რომ მათ პროფესიას გამოიყენებენ დღევანდელ ცხოვრებაში. ასევე ვეტყოდი, რომ ეს უნივერსიტეტი ყოველთვის არის ორიენტირებული სტუდენტების განვითარებაზე და რომ ისინი აქ შეძლებენ საკუთარი იდეების წარმატებით განხორციელეაბას . ხოლო უნივერისტეტს ვურჩევდი, ასე გააგრძელოს სტუდენტების მხარდაჭერა და მუდამ იყოს სტუდენტების გვერდით.