ნინო რეკვავა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე 2014 წელს, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე. ბაკალავრიატი დავასრულე 2018 წელს, ამავე წელს სწავლა გავაგრძელე ქართული ლიტერატურის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც დავასრულე 2020 წელს. ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ბავშვობიდან მქონდა გადაწყვეტილი, ბაბუამ და ბაბუის დამ ჩამინერგეს მისი სიყვარული.
ამჟამად დასაქმებული ვარ სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმში. ჩემს მოსწავლეებთან ერთად აქტიურად ვარ ჩართული რაიონულ ღონისძიებებსა თუ პროექტებში, ვხემძღვანელობ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას, სასკოლო სივრცეში უპირატესობას ვანიჭებ პროექტულ სწავლებას. ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი გახდა უნივერსიტეტში მიღებული კვალიფიციური განათლება, აქტიური ჩართულობა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. ახალგაზრდებს ვურჩევდი, სპეციალობა თავიანთი სურვილით აირჩიონ, დაისახონ მიზნები და არასოდეს შეწყვიტონ სვლა მიზნისკენ სავალ რთულ გზაზე, პროფესიის სიყვარული ყველა სირთულის დაძლევას გიიოლებს. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვღებულობდი მონაწილეობას შიდა საუნივერსიტეტო კონფერენციებსა თუ ღონისძიებებში (ვიქტორინა, ქართული ენის კვირეული). 2023 წელს სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. ამჟამად ვარ მეორე კურსის დოქტორანტი.