ნინო ბაკურაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ეს უნივერსიტეტი ჩემი ოჯახის განათლების კერას წარმოადგენდა და რა თქმა უნდა, სკოლის დამთავრებისთანავე მას მივაშურე.
წლებია ჩემს საყვარელ საქმეს ვემსახურები, ყოველ ჯერზე პროფესიას რომ ვირჩევდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარებდი.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით დავასრულე ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სრული კურსი, ფილოლოგის კვალიფიკაციით. აქვე გავიარე ასპირანტურის სამწლიანი პროგრამა და სწავლის პერიოდში მუშაობა დავიწყე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში – სტილისა და კორექტურის კოორდინატორის სპეციალისტად. 2021 წელს აწსუს დოქტურანტურაშიც ქართული ლიტერატურის სპეციალობით ჩავაბარე.
1996 წლიდან უნივერსიტეტის კედლებში დავაბიჯებ, მისი ჰაერით ვსუნთქავ და იქ მყოფი ადამიანების გარემოცვაში ვსწავლობ და ვშრომობ. მეგობრებმა, თანამშრომლებმა, შრომამ განაპირობა ჩემი ნაბიჯები წარმატებისაკენ. უნივერსიტეტში სწავლის და შემდგომ უკვე მუშაობის პერიოდში მუდმივად ვარ ჩართული საერთაშორისო თუ ადგილობრივ პროექტებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში. ყოველ ჯერზე თითოეული ჩანაფიქრის განხორციელებისას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავისი მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი თანამშრომლებით გვერდით მედგა და ხელს მიწყობდა. ესაა ადგილი, სადაც ღირებულებებთან, ცოდნასთან, ტრადიციებთან და გამოცდილებასთან ერთად გხვდება დიდი სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილი გარემო.
წლები მიდის, უნივერსიტეტი იზრდება, ვითარდება, გამორჩეული საგანმანათლებლო კერაა მთელს დასავლეთ საქართველოში და არა მარტო. მე მინდა ჩემმა შვილებმაც აქ ისწავლონ, „მოიწამლონ” აწსუს სიყვარულით. მომავალი თაობისადმი ჩემი გზავნილიც ესაა – აირჩიონ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადგილი, სადაც პროფესიონალიზმი, გულისხმიერება და თბილი გარემო დახვდებათ.
ჩემს უნივერსიტეტს ვუსურვებ კვლავ და კვლავ დიდ წარმატებებს, ღირსეული ადგილის კიდევ უფრო განმტკიცებას საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული და კონკრუენტუნარიანი თაობების აღზრდას.