ქეთევან კუხიანიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში შესანიშნავი ტრადიციებით გამორჩეული უმაღლესი სასწავლებელია. კადრების მომზადების, სამეცნიერო პოტენციალის მაღალი დონისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო სასწავლებლებთან დამყარებული კავშირებით ერთ-ერთ საუკეთესო მაჩვენებელს ქმნის საქართველოში. ხელს უწყობს თითოეულ ახალგაზრდას საკუთარი პოტენციალი გამოავლინოს და საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს საზოგადოებაში. ჩემი ინტერესი სწორედ მოცემულმა გარემოებამ განაპირობა და 2003 წელს გადავწყვიტე ჩამებარებინა ჩემს „ალმა მატერში“ ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
პროფესიის არჩევას რაც შეეხება: სამართლის აკადემიური ხარისხი საშუალებას მომცემდა სხვადასხვა კუთხით განმევითარებინა პროფესიული საქმიანობა: გავმხდარიყავი ადვოკატი, მედიატორი და გამეგრძელებინა საქმიანობა აკადემიურ სივრცეში.
უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლა ლატვიის უნივერსიტეტში გავაგრძელე. ვფლობ ლატვიის უნივერსიტეტის ევროპათამცოდნეობის მაგისტრის დიპლომს. 2011 წლიდან სწავლა განვაგრძე უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში. მომენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორი. სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებათა დაცვის ადვოკატი. რიგის სტრადინას უნივერსიტეტის პოსტ დოქტორი. რიგის სტრადინას უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალის „ სოკრატეს“ სამეცნიერო საბჭოს წევრი.
2018-2019 წლებში გახლდით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის სასწავლო-ადმინისტრირების დარგში ხელმძღვანელის მოადგილე. 2019წ-დღემდე-იურისტთა უმაღლესი სკოლის სამოქალაქო განათლების ტრენერი. 2017 წლიდან დღემდე ვარ კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის ექსპერტი. 2012-2018 წლებში- სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერი. 2016-2018 წლებში- N#59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის და მის შემადგენლობაში შემავალი ყველა საარჩევნო უბნის წარმომადგენელი. 2014 წლიდან 2022წლამდე-სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენერი. 2013–2014წწ. შ.პ.ს განათლების ექსპერტი-იურისტი. 2011–2012წწ. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტი.
მონაწილეობა მაქვს მიღებული 22-მდე სამეცნიერო კონფერენციაში და ასევე ვარ ავტორი 20 მდე სამეცნიერო სტატიის. 2012 წელს მიღებული მაქვს კვლევითი სტიპენდია “Max Planck Society Research Scholarship”, რის საფუძველზეც კვლევითი საქმიანობა განვახორციელე გერმანიაში მაქს პლანკის კვლევით ინსტიტუტში. 2010 წელს გავიარე ინტენსიური სემინარი ბრიუსელსა და ლუქსემბურგში (ევროპის პარლამენტი, ევროპის საბჭო, ევროპის კომისია, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო).
ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი, ვფიქრობ ნებისყოფა, მოთმინება და სწორი სტრატეგიაა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩემი პედაგოგების, პროფესორ-მასწავლებლების როლი, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონიეს ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში. ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული გეგმის დასახვა და პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა. თანმიმდევრული მოქმედება ადრე თუ გვიან შედეგს გამოიღებს.
წარმატებისკენ მისაღწევი გზაა საკმაოდ რთულია. ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვურჩევ, სწორად გააანალიზონ არჩეული პროფესიის არსი და იზრუნონ მიზანმიმართულად განახორციელონ განვითარებისკენ მიმავალი გზა. ილია ჭავჭავაძის სიტყვებს გავიხსენებ და ვიტყვი, რომ “ამ წუთისოფელში ბედი იმისია, ვინც ძლიერია, და ძლიერი მარტო მცოდნე კაცია.”
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში არამხოლოდ სწავლების, არამედ მუშაობის პერიოდში არაერთ საერთაშორისო პროექტებსა თუ კონფერენციებში მიმიღია მონაწილეობა.
მათგან მხოლოდ რამდენიმეს დავასახელებ: ევრო-აზიის პირველი მულტიდისციპლინური ფორუმი, სამოქალაქო განათლება საქართველოში: მიღწევები და პერსპექტივები, ბათუმის საერთაშორისო კონფერეცია სამართალი და პოლიტიკა, საერთაშორისო კონფერენცია “მოქალაქე და სამოქალაქო ჩართულობა საქართველოში დამოუკიდებლობიდან 23 წლის შემდეგ, თანამედროვე განვითარების ეკონომიკური, სამართლებრივი და სოციალური პრობლემები,პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ, ალექსანდრუ იოან კუზა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია: The World in Motion: Challenges, Territorial Dynamics and Policy responses
მეთერთმეტე საერთაშორისო მულტიდისციპლინური ფორუმი, “CUDES 2024: 15th International Congress on Current Debates in Social Sciences“.
2019 წელს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გახლდით, როგორც მიწვეული პროფესორი ლაზარსკის უნივერსიტეტში-ვარშავა, პოლონეთი. 2022 წელს ვიყავი მიწვეული პროფესორი ალექსანდრუ იონ კუზას უნივერსიტეტში- ბუქარესტი, იასში. 2023 წელს -მიწვეული პროფესორი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2024 წელს ერასმუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში წავიკითხე ლექციები ბოლუ აბანთ იზზეთ ბაისალის უნივერსიტეტში – თურქეთი.
უნივერსიტეტის მხრიდან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას, როგორც წარმატებულ სტუდენტს, მქონდა უნივერსიტეტის და პრეზიდენტის სტიპენდია. მაქვს არაერთი სოციალური პროექტი განხორციელებული, სადაც წლების მანძილზე უნივერსიტეტის მხარდაჭერა და ხელშეწყობა ყოველთვის ძალიან დიდი იყო.
წარმატებებს ვუსურვებ ჩემს ალმა მატერს, რექტორატს, აკადემიურ და ტექნიკურ პერსონალს.