ლაშა ჩაკვეტაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის გამორჩეული და ტრადიციული უნივერსიტეტი რეგიონში, აწსუ დამთავრებული აქვს უამრავ წარმატებულ და გამორჩეულ ადამიანს, ეს უნივერსიტეტი საშუალებას აძლევს სტუდენტს, მიიღოს ცოდნა, დაეუფლოს საჭირო უნარებს, რომელიც მას გამოადგება ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე დასაქმებისა თუ კარიერული წარმატებისთვის.
მქონდა სურვილი, მიმეღო განათლება ეკონომიკის მიმართულებით ჩემი სასკოლო უნარებიდან გამომდინარე, ამავე დროს იმ პერიოდისათვის საბანკო და სადაზღვეო სფერო ჩვენს ქვეყანაში განვითარების ახალ ეტაპებს გადიოდა და ამ მიმართულებით საინტერესო ჩანდა.
მიუხედავად ჩემი ასაკისა, სურვილი მაქვს სწავლება გავაგრძელო აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე – დოქტორანტურაში, რათა დავეუფლო და მივიღო კიდევ უფრო მეტი ცოდნა ჩემს პროფესიაში.
ამჟამად დასაქმებული ვარ სახელმწიფო სამსახურში და პარალელურად ვეწევი საგანმანათლებლო საქმიანობას მიღებული პროფესიული უნარების შესაბამისად.
ვმუშაობ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” პროფესიული განათლების ცენტშრი (ქუთაისი), ვარ პროფესიული პროგრამა – „საბაჟო საქმის“ ხელმძღვანელი, მასწავლებელი; ასევე ვმუშაობ სსიპ-შემოსავლების სამსახურში, საბაჟო დეპატამენტში, ს.გ.პ. ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ვარ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილების მთავარი მებაჟე-ოფიცერი.
ჩემი წარმატებული კარიერის გზის საფუძველი არის სწორად დასახული მიზნები და ამ მიზნების მიღწევისთვის დაუღალავი შრომა, რომელიც აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს.
ახალგაზრდებს ვურჩევ, პროფესიის არჩევის დროს ყურადღება გაამახვილონ საკუთარ უნარებზე, შესაძლებლობეზე და შრომითი ბაზრის შესაბამისად აირჩიონ მოთხოვნადი პროფესია.
უნივერსიტეტის განვითარებისთვის კარგი იქნება, ჰქონდეს უფრო მეტი გაცვლითი პროგრამა, იყოს მეტად ორიენტირებული სტუდენტურ აქტივობებზე.