ნინო შუშანია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013  წელს პედაგოგიურ ფაკულტეტზე, დაწყებითი განათლების სპეციალობაზე ჩავირიცხე, რომელიც 2017 წელს დავამთავრე. ასევე დავასრულე ამავე უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები : „საბიბლიოთეკო საქმე“ (2016-2018 წლებში) და „საოფისე საქმე“ (2019-2021) წლებში.

განათლების მისაღებად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ვიცოდი, ეს უნივერსიტეტი მომცემდა შესაბამის ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც სამომავლოდ პროფესიულ განვითარებაში გამომადგებოდა. ჩემი პროფესიული არჩევანი კი ბავშვებისა და წიგნების დიდმა, უპირობო სიყვარულმა განაპირობა.

სწავლის დასრულების შემდგეგ დასაქმებული ვარ ჩემს უნივერსიტეტში, ჩემი ერთ-ერთი პროფესიით. კერძოდ კი, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის პოზიციაზე. პროფესიით დასაქმებაში დამეხმარა კვალიფიციური ლექტორ – მასწავლებლებისგან მიღებული შესაბამისი განათლება.

მომავალ ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ კარგად დაფიქრდნენ და ისე გადაწყვიტონ, თუ სად და რომელ პროფესიაზე სურთ გულით ჩაბარება. თუ არჩევანს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე შეაჩერებენ,  ვეტყოდი რომ, მათ ექნებათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა პროექტებში, კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. სწავლის პერიოდში მეც არაერთგზის მქონდა საშუალება, მსგავს აქტივობებში მიმეღო მონაწილეობა. ჩვენი უნივერსიტეტი იძლევა იმისა საშუალებას, რომ განახორციელო საკუთარი იდეები წარმატებით.

და ბოლოს, უნივერსიტეტს ვურჩევდი, რომ მუდამ იყოს მოწოდების სიმაღლეზე და სტუდენტების გვერდით.