მონიკა ბიწაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
როდესაც აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი ავირჩიე, ჩემი გადაწყვეტილება რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე დაყრდნობით იყო მიღებული. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნივერსიტეტის მრავალწლიანი გამოცდილება და აკადემიური რეპუტაცია იყო, რაც ყოველთვის უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლებას. ასევე მნიშვნელოვანი იყო უნივერსიტეტში არსებული აკადემიური გარემო და აქ მომუშავე ადამიანების პროფესიონალიზმი. უნივერსიტეტი მუდმივად ავითარებს სწავლების ახალ მეთოდებს, რაც ხელს უწყობს როგორც თეორიული, ასევე პრაკტიკული ცოდნის ათვისებას, რაც შემდგომში საწინდარია პროფესიული წარმატებისა. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო არჩევანია წარმატებული კარიერული მიზნის მიღწევისთვის.
პროფესიად ისტორია ავირჩიე, რადგან ყოველთვის მქონდა დიდი ინტერესი ჩვენი წარსულის მიმართ. ისტორიის შესწავლა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ანალიტიკურ აზროვნებას ავითარებს, რაც მნიშვნელოვანია პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის. მჯერა, რომ ისტორია არა მხოლოდ გასული ეპოქების გაგების საშუალებას იძლევა, არამედ უფრო კარგად გვაგებინებს იმას, თუ რა ხდება დღეს.
დროთა განმავლობაში ადამიანის ინტერესების სფერო და თვალსაწიერი იცვლება, რამაც შესაძლოა განაპირობოს ისიც, რომ მოგინდეს პროფესიის შეცვლა. სწორედ ამიტომ, უმაღლესი განათლების სწავლების მეორე საფეხურზე – მაგისტრატურაში სწავლა გავაგრძელე ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე, რაშიც მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან გამომადგა ბაკალავრიატში მიღებული ცოდნაც და გამოცდილებაც.
ამჟამად დასაქმებული ვარ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების სამსახურში.
ვფიქრობ, წარმატებული კარიერის საფუძველი არის პროფესიული ცოდნა, მუდმივი განვითარება, მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და დროის მართვა. ეს ყველაფერი გვეხმარება პროფესიული მიზნის მიღწევაში.
ახალგაზრდებს, რომლებმაც ახლა უნდა აირჩიონ პროფესია, ვეტყოდი, რომ შეარჩიონ ისეთი სფერო, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება მათ ინტერესებს. შეარჩიონ სფერო, სადაც მათ ექნებათ მუდმივი ზრდის შესაძლებლობა და განვითარების პერსპექტივა.
სტუდენტობის პერიოდში აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას საუნივერსიტეტო ღონისძიებებში, მათ შორის კონფერენციებში, რაც კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის სტუდენტურ ცხოვრებას, რადგან სტუდეტობა არ ნიშნავს მხოლოდ ლექცია-სემინარებზე დასწრებას. ამ პერიოდში აუცილებელია სხვადასხვა საუნივერსიტეტო ქტივობებში ჩართვა, მონაწილეობა, რადგან ამ დროს სტუდენტს გამოუმუშავდებათ სხვადასხვა სახის უნარები, რაც პიროვნულ თუ პროფესიულ განვითარებაში შეუწყობს ხელს.
უნივერსიტეტი ყოველთვის ცდილობს, უზრუნველყოს სტუდენტების ხელშეწყობა მათი იდეების რეალიზებაში. აქ შექმნილია გარემო, რომელიც ხელს უწყობს ინოვაციურ და შემოქმედებით პროექტებს.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს ვუსურვებ უწყვეტ წარმატებას და განვითარებას.