ლაშა მაღლაკელიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით შევარჩიე: მშობლების, ნათესავების და მეგობრების რეკომენდაცით და სახლთან სიახლოვის გამო. ასევე, შემეძლო შემესწავლა სასურველი პროფესია უფასოდ.
პროფესიას რაც შეეხება: ისტორიით ბავშვობიდანვე ვიყავი დაინტერესებული და ჩემი პროფესიაც სწორედ ისტორიას დავუკავშირე.
2017 წელს გავაგრძელე სწავლა მაგისტრატურაზე, საქართველოს ისტორიის მიმართულებით.
ამჟამად დასაქმებული ვარ ჩემი პროფესიით. ვასწავლი ისტორიას სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში.
ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველია, პირველ რიგში, ინტერესი საკუთარი პროფესიის მიმართ, ასევე, მონდომება და შრომისმოყვარეობა.
ახალგაზრდებს ვურჩევდი, ყურადღებით შეარჩიონ სასურველი პროფესია და მოარგონ თავიანთ ინტერესებს. სწავლის პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო და კომფორტული.
უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში მონაწილეობა მაქვს მიღებული სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებსა და ექსპედიციებში.
სტუდენტობის პერიოდში ვიყავი ,,აწსუ ისტორიკოსთა კლუბის” პრეზიდენტი. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის გვედგა მხარში და გვეხმარებოდა სხვადასხვა იდეის განხორციელებაში.
ჩვეული და დიდი ტრადიციების ფონზე, უნივერსიტეტს ვურჩევდი, უფრო მეტად განვითარდეს ტექნოლოგიური თვალსაზრისით. სხვა მხრივ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ყველა იმ სტანდარტს, როგორიც მაღალი დონის უნივერსიტეტისთვისაა დამახასიათებელი.