ნუკრი კარკაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი გვთავაზობს მაღალი სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს. გამოცდილი, კვალიფიკაციური, პროფესიონალთა გუნდი ყოველთვის ცდილობს უზრუნველყოს სტუდენტთა წარმატებული სწავლება.

2008  წელს დავასრულე ამავე  უნივერსიტეტის მაგისტრატურა მუსიკალური ხელოვნების სპეციალობით. აღნიშნული პროგრამა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. აქ ჩემს ხელმძღვანელ ასოც .პროფ. ირინე სარუხანოვასთან ერთად ვიმუშავე ორი მიმართულებით. ეს იყო  ლიტერატურულ–მუსიკალური ძიებანი, რამაც ჩემს ცხოვრებაში დიდი გარდატეხა მოახდინა.

მაგისტრატურაში მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით, გამიჩნდა სურვილი სწავლა გამეგრძელებინა დოქტორანტურაში კლასიკური ფილოლოგიის კუთხით, რომელიც  დავასრულე 2023 წელს.

ამჟამად დასაქმებული ვარ პროფესიით. 2008 წლიდან ვმუშაობ  ბაღდათის N1 და როკითის საჯარო სკოლებში მუსიკის მასწავლებლად.

ვფიქრობ, თავდაუზოგავი შრომით  მივაღწევთ დასახულ მიზანს. პროფესიას ახლა რომ ვირჩევდე, არაფერს შევცვლიდი. 14 წლის ასაკში აღმოვაჩინე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულება მასწავლებლობა იყო. უნივერსიტეტში შექმნილი თბილი  გარემო საშუალებას გვაძლევდა სწორი გზით გვევლო წარმატებისაკენ.

პროფესიის არჩევანის წინაშე მდგომმა ვკითხე ჩემს თავს: რამდენად ჩემი იქნებოდა არჩეული პროფესია, შემეძლო კი მის გარეშე არსებობა… ვფიქრობ, აქაც გულწრფელობაა საჭირო და საკუთარი მისწრაფებების ყურადღების მიქცევა. რჩევა კარგია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩვენზეა.

დიდი ინტერესით ვერთვები სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, რაც დიდი გამოცდილებაა. ჩვენი უნივერსიტეტი კი ყოველთვის გვთავაზობს საინტერესო პროექტებს. სტუდენტებს  მარტივად შეგვიძლია მასში მონაწილეობა, რაც დამეთანხმებით ქმნის საოცრად საინტერესო სამუშაო გარემოს.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი ძალიან საინტერესო იყო. ჩვენი საკლუბო, საკონცერტო თუ სამეცნიერო სამუშაობები ლექტორ–მასწავლებლებთან ერთად მიმდინარეობდა. ეს იყო ყველაზე საინტერესო პროცესი, რომელიც შემდეგ წარმატებით დავნერგე ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის დგას მოწოდების სიმაღლეზე, სადაც სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს უმაღლესი განათლება. ჩაერთოს სხვადასხვა გაცვლით პროგრამებში და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს სხვებს.