თამუნა გოჩელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც თითქმის ერთი საუკუნეა ფუნქციონირებს და დღემდე მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს სტუდენტებს. სამართლის სპეციალობაზე სწავლა ჩემი მიზანი იყო მეცხრე კლასიდან, სხვა უნივერსიტეტი განათლების მისაღებად არ განმიხილავს, ვინაიდან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით და კვალიფიციური ლექტორებით.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა შესაძლებლობა მომცა სხვადასხვა სტაჟირება გამევლო სწავლის პერიოდში, რაც დამეხმარა პრაქტიკული უნარების განვითარებაში. ლექტორები გვაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, რათა არა მხოლოდ თეორიული, არამედ პრაქტიკული კუთხითაც განვვითარდეთ. ლექტორებს უშუალო დამოკიდებულება აქვთ სტუდენტებთან, რაც აიოლებს სწავლის პროცესს. ასევე გავხდი სახელმწიფო სტიპენდიანტი რამდენიმე გზის. სამართლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა გავაგრძელე ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურაზე.
დღეის მდგომარეობით დასაქმებული ვარ ჩემი პროფესიით და ვიყენებ იმ ცოდნასა და გამოცდილებას რომელსაც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2020 წლის შემდეგ დღემდე მაძლევს.
კარიერული წინსვლის მთავარი მიზეზი არის საკუთარ თავზე მუშაობა, ნაკლოვანებების აღმოჩენა და მისი გამოსწორება, არსებული უნარების დახვეწა და გაუმჯობესება. სამომავლოდ სტუდენტები, რომლებიც აირჩევენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ვურჩევ, გამოიყენონ ყველა ხელმისაწვდომი პროექტი, ორგანიზაცია, რომელთანაც უნივერსიტეტს აქვს მემორანდუმი გაფორმებული, მიიღონ მეტი გამოცდილება და თავიანთ პროფესიაში გახდებიან შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი.