ნუგეშა ძნელაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

2014 წლის სექტემბერში სწავლა დავიწყე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,  სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა დავიწყე იმ მიზნით, რომ გავმხდარიყავი წარმატებული ადამიანი, მიმეღო ღირსეული ცოდნა და დავუფლებოდი ჩემთვის სასურველ პროფესიას.

პროფესიად „ქართული ენა და ლიტერატურა“ ჩემი სახელმწიფო ენის დიდი სიყვარულის გამო ავირჩიე, თუმცა ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ სწავლა აღარ გამიგრძელებია.

ამჟამად ქალაქ ქუთაისის 26-ე საჯარო ბაღში აღმზრდელად ვმუშაობ, ჩემი წარმატებული კარიერული გზის მთავარი თანმდევი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლექტორები, ჩემი ოჯახი და მეგობრები არიან.

იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვეტყოდი, რომ კარგად დაფიქრდნენ.

სწორად შერჩეული  პროფესია  წარმატებული მომავლის გარანტიაა. ამიტომ ისეთი საქმე უნდა აკეთოთ, რაც ბედნიერს გაგხდით.