ანანო გაბუნია – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

2014 წელს დავამთავრე გეგუთის #1 საჯარო სკოლა და ამავე წელს ჩავირიცხე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობით ქართული ენა და ლიტერატურა. სასწავლებლად ავირჩიე ჩვენივე ქალაქში არსებული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მე მას ვანდე ჩემი სამომავლო მიზნების განვითარება და ცოდნის გაღრმავება. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ბევრ პროექტსა თუ კონფერენციაში მიმიღია მონაწილეობა, მოცემულ პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი ხელმძღვანელობის მხრიდან დიდ მხარდაჭერას. სტუდენტობისას ვხელმძღვანელობდი „აწსუ მკითხველთა კლუბს“, სადაც აქტიურად ვახორციელებდით სხვადასხვა პროექტებს. სწავლა დავასრულე 2018 წელს. ამჟამად დასაქმებული ვარ „ქართულ ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში“. ჩემი წარმატებული კარიერული გზის საფუძველი კი არის ბავშვობის ოცნება, რომელიც რეალობად ვაქციე. ყოველთვის მინდოდა გავმხდარიყავი კარგი პედაგოგი. ვთვლი, რომ მასწავლებლობა მეტად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროფესიაა. პირველ რიგში, უნდა შეგეძლოს ჩასწვდე მოსწავლის სულიერ სამყაროს. ყველაზე დიდი სიყვარული ხომ მათ შეუძლიათ. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან ჩვენ ვართ იმ პატივსაცემ ადამიანთა შორის, ვისაც მათი ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილილი შეაქვს. მე ბედნიერი ვარ, რადგან ავირჩიე სწორი პროფესია და ახლა დასახული მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივეშურები.

ბავშვებს არასდროს ახსოვთ, თუ რის სწავლებას ცდილობთ. მათ ახსოვთ, როგორი ხარ შენ. მე არასდროს შევწყვეტ პროფესიულ განვითარებას და სწავლას, რადგან მიმაჩნია, რომ „მსოფლიოს მომავალი დღეს ჩემს კლასშია“.