მარიამი მუკბანიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013 წელს ჩავირიცხე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სპეციალობა: ფილოლოგია (დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა: ფსიქოლოგია).
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ზრდიდა და ზრდის შესანიშნავ სტუდენტებს. ასევე უნივერსიტეტი სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე მოთხოვნებს, რათა მოამზადოს კონკურენტუნარიანი, მაღალკვალიფიციური, შესაბამისი პროფესიული სტანდარტის, შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების მქონე სტუდენტები.
ფილოლოგის პროფესია ავირჩიე, რადგან ის ყველაზე ახლოს იყო ჩემს ხასიათთან, თვისებებთან, შესაძლებლობებთან და ზუსტად ვიცოდი, რომელი მიმართულება უნდა ამერჩია, რომელი იყო ჩემი ძლიერი მხარე, სადაც თავს ვიგრძნობდი კომფორტულად და გავაკეთებდი იმ საქმეს, რომელიც მეყვარებოდა.
ამ ეტაპზე სწავლა არგამიგრძელებია,თუმცა ვაპირებ აუცილებლად.
ამჟამად დასაქმებული ვარ ქართულ-ამერიკულ სკოლა ,,პროგრესში”, სადაც ვმუშაობ ბავშვთა ფსიქოლოგად.
ჩემი წარმატებული კარიერული წინსვლის საფუძველი მრავალ ფაქტორთაგან არის შრომისუნარიანობა, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია განვითარდე, მუდმივი სიახლეების ძიება, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნება, თამამი გადაწყვეტილებების მიღება და სხვა.
მნიშვნელოვანია,სწორი გადაწყვეტილება მიიღონ სტუდენტებმა პროფესიის არჩევისას, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
უნივერსიტეტის სწავლის პერიოდში ვიღებდი საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობას.