მარიამ ტორაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დავდექი, რომელი უმაღლესი სასწავლო დაწესებულება ამერჩია ვიცოდი, მსურდა გარემო, რომელიც შთამაგონებდა და დამეხმარებოდა როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ ზრდაში. ამიტომ არჩევანი გავაკეთე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტზე. ჩემთვის ამ უნივერსიტეტს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდიდა მისი სამართლის გამორჩეული პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს დარგის სპეციალისტებისა და ლიდერების ჩამოყალიბებას. ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და კონკრეტულად, სამართლის დეპატამენტი გამოირჩევა სტუდენტებისთვის როგორც ყოვლისმომცველი თეორიული ცოდნის მიცემაში, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებაში. სწორედ აქ მიღებული ცოდნის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად მომეცა შესაძლებლობა ვყოფილიყავი თორმეტ ქართველ სტუდენტთაგან ერთ-ერთი რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანიაში, კერძოდ, ბერლინის ჰუმბოლტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში. ასევე, შესაძლებლობა მომეცა გავმხდარიყავი რამდენიმე გზის სახელმწიფო სტიპენდიანტი.
ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ ჩემს მთავარ ამოცანას წარმოადგენს საკუთარი პროფესიული წინსვლის გაგრძელება. მიღებული გამოცდილების შედეგად ვფიქრობ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მისი სამართლის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც სრულად აკმაყოლებს ჩემს მოთხოვნებს, ვთვლი რომ ის დამეხმარება საკუთარი კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში კერძო სამართლის მიმართულებით. პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვურჩევ ახალგაზრდებს სამართლის აქ შესწავლას, რათა გახდნენ შემდგარნი და გამორჩეულები.

