ნინო სირბილაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აწსუ არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი, რომელსაც აქვს მდიდარი აკადემიური ტრადიცია და ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამები. უნივერსიტეტი გვთავაზობს თანამედროვე მიდგომებს სწავლებაში და გამოცდილ პროფესორებს. გარდა ამისა, აწსუ უზრუნველყოფს სტუდენტების პრაქტიკულ მომზადებას და აქვს მჭიდრო კავშირები სხვადასხვა  საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.

პროფესიულ არჩევანს რაც შეეხება,  პედაგოგობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული საქმიანობა, რადგან შენს ხელშია მომავალი თაობის ჩამოყალიბება. თითოეულმა გაკვეთილმა, თითოეულმა სიტყვამ შეიძლება შეცვალოს ბავშვის ცხოვრება და მომავალი. მნიშვნელოვანია ვახსენოთ-უწყვეტი განვითარება, რადგან პედაგოგობა გთხოვს ყოველდღე იყო უკეთესი, იცოდე მეტი, ეძებო ახალი მიდგომები. ეს არის პროფესია, სადაც შენც გაიზრდები შენს მოსწავლეებთან ერთად. ეს არის საქმიანობა, რომელსაც აქვს სტაბილური მომავალი და ღირებულებების გადაცემა. შენ არა მხოლოდ ასწავლი, არამედ ჰუმანურ ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებასა და სიკეთის სურვილს უნერგავ მომავალ თაობას.

ჩემი კარიერული წარმატების მთავარი საფუძველია საგნისა და სწავლების მეთოდების ცოდნა; თითოეული მოსწავლის გაგება და მხარდაჭერა; ახალი მიდგომებისა და ტექნოლოგიების ათვისება; სიყვარული პროფესიის მიმართ; მუდმივი თვითგანვითარება; ნამდვილობა და გულწრფელობა.

მომავალ თაობას ვურჩევდი, პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ — არ არსებობს ყველასთვის უნივერსალურად „სწორი“ არჩევანი. არსებობს მხოლოდ შენთვის სწორი არჩევანი. მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და აირჩიეთ ის, რაც თქვენს ცხოვრებას აზრს მისცემს.

უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო კონფერენციებსა და პროექტებში, ასევე გახლდით პრეზიდენტისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტი, რაც დიდი მოტივაცია და წახალისებაა სტუნეტისათვის.