სალომე ზარქუა – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

ჩემი პროფესიული და აკადემიური გზა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025 წელს დაიწყო, თუმცა ამ უნივერსიტეტთან პირველად დაკავშირება გაცილებით ადრე მოხდა მაშინ, როცა საბანკო საქმისა და ფინანსების მიმართულებით  პირველი უმაღლესი განათლება მივიღე. ამ სპეციალობამ მომცა მნიშვნელოვანი საფუძველი ეკონომიკური პროცესებისა და ფინანსური მენეჯმენტის გასაგებად, ხოლო შემდგომში სწორედ ამ გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ განათლება მუდმივი განვითარების პროცესია, რომელიც ადამიანს დახმარებას უწევს საკუთარი პროფესიული ინტერესების უკეთ განსაზღვრაში.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, სწავლა კვლავ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა, ამჯერად საჯარო მმართველობის მიმართულებით. ეს არჩევანი ჩემთვის იყო ახალი ეტაპი უფრო მაღალი პასუხისმგებლობით და უფრო ფართო ხედვით. საჯარო მმართველობა ისეთი სფეროა, სადაც ცოდნა არა მხოლოდ პიროვნული განვითარების, არამედ საზოგადოებრივი კეთილდღეობის გასაძლიერებელ ინსტრუმენტად იქცევა. სწორედ ამ ხედვამ გამიჩინა სურვილი, უფრო ღრმად გავმეცნო სახელმწიფო სტრუქტურები, გადაწყვეტილების მიღების პროცესები და ის მექანიზმები, რომლებიც საზოგადოებრივ ცხოვრებას მართავს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩემთვის არის სივრცე, სადაც სტუდენტი მხოლოდ მსმენელი არ არის აქ ყველა ეტაპზე იგრძნობა იმ გარემოს მნიშვნელობა, რომელიც ცოდნის მიღებას აზრს და მიზანს ანიჭებს. უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხი, პროფესიული მხარდაჭერა, ხელმისაწვდომი რესურსები და სტუდენტებისადმი კეთილგანწყობილი მიდგომა ქმნის სტაბილურ საფუძველს, რომელზეც საკუთარი კარიერული მიზნების აშენება შესაძლებელია. სწორედ ეს გარემო გახდა ჩემი არჩევანის განმაპირობებელი.

ამ ეტაპზე სრულად ვარ ჩართული სასწავლო პროცესში და არ ვარ დასაქმებული. მჯერა, რომ მომავალ პროფესიაში წარმატების მიღწევის საფუძველი იქნება მიზანმიმართული შრომა, პასუხისმგებლიანი მიდგომა, მუდმივი განვითარება და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება. ვცდილობ, მივიღო მაქსიმალურად სტრუქტურირებული ცოდნა, რომელიც შემდგომში მომცემს საშუალებას, საჯარო სფეროში კომპეტენტურად და ეფექტურად ვიმოქმედო.

ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიის არჩევის წინაშე ხვდებიან, ვურჩევდი, საკუთარ ინტერესებს მოუსმინონ. პროფესიის სწორად შერჩევა ნიშნავს საკუთარი შესაძლებლობების რეალურ დანახვას და იმ გზის არჩევას, რომელიც ადამიანს თვითრეალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილება იყოს გააზრებული და არა სხვისი მოსაზრებით ნაკარნახევი მხოლოდ ასე იქმნება ძლიერი საფუძველი მომავალ წარმატებაზე.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა ჩემთვის წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ გზას, არამედ პროფესიული ზრდის, პიროვნული განვითარების და მომავლის პროფესიის საფუძვლის ჩამოყალიბების მნიშვნელოვან ეტაპს.