შორენა გელაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე რადგან, ამავე უნივერსიტეტში ვსწავლობდი 2017-2021 წლებში საბაკალავრო პროგრამაზე და საკმაოდ კარგი გამოცდილება მქონდა ამ მხრივ. შემდეგ ჩავაბარე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „საფინანსო სერვისები“.

ყოველთვის მქონდა ინტერესი ფინანსების მიმართ, ვფიქრობ რომ ამ პროფესიას აქვს სტაბილური და მრავალმხრივი შესაძლებლობები, დღესდღეობით ერთ-ერთი მოთხოვნადი პროფესიაა.

ამ ეტაპზე ვმუშაობ „ორი ნაბიჯის“ ქსელში, ადმინისტრატორად, ეს გამოცდილება მაძლევს ძლიერ საფუძველს საბანკო სფეროსთვის, რადგან ყოველდღიურად მაქვს საქმე ფულად ოპერაციებთან.

ჩემი მიზანია, მიღებული ცოდნა გამოვიყენო მაქსიმალურად და სწორად, ჩემი წარმატების საფუძველი არის მუდმივი განვითარება და ყოველდღიური შრომა.

იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევდი, რომ აირჩიონ ის საქმე, რომელიც მათ ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა, სასურველია ისეთი პროფესია აირჩიონ, სადაც მუდმივად შეძლებენ განვითარებას.

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ყოველთვის გვქონდა შესაძლებლობა სტუდენტებს, დამატებით აქტივობებში მიგვეღო მონაწილეობა,  ამ მხრივ საინტერესო გამოცდილებებიც შევიძინე.

უნივერსიტეტისგან და პროგრამის ხელმძღვანელებისგან ყოველთვის მუდმივი ხელშეწყობა გვქონდა სტუდენტებს.

ასევე სტუდენტებს გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა, ყველა რესურსია უნივერსიტეტში იმისთვის, რომ სტუდენტი დაეუფლოს სასურველ პროფესიას უმაღლეს დონეზე, ამიტომ, აკაკი  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მინდა ვუსურვო, რაც შეიძლება მეტი წარმატებული კურსდამთავრებული.