დიმიტრი ქვარიანი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

თავდაპირველად, როცა უნივერისტეტის არჩევაზე მიდგა საქმე, ბევრი არ მიფიქრია, რადგან დასავლეთ საქართველოში წამყვანია  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი პროფესიის არჩევისას იყო ჩემი ხასიათი-სამართლიანი ვარ.  ცოდნა და უნარები, რომელთაც სტუდენტები სამართლის ფაკულტეტზე სწავლისას იძენენ, მომავალში კომპლექსური სიტუაციების და პრობლემების გადაჭრაში ეხმარებათ. კრიტიკული აზროვნება, ანალიტიკური უნარები კი ხელს უწყობს ეფექტიანი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. სამართლის აკადემიური ხარისხის მქონე ადამიანებს შეუძლიათ, სხვადასხვა კუთხით განავითარონ თავიანთი პროფესიული საქმიანობა: დასაქმდნენ იურისტებად საჯარო თუ კერძო სექტორში, გახდნენ ადვოკატები, მოსამართლეები, იყვნენ სხვადასხვა იურიდიული ფირმის აგენტები, გააგრძელონ საქმიანობა აკადემიურ სივრცეში და სხვა.ამჟამად დასაქმებული ვარ, როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ქართულ-ამერიკულ საერთაშორისო სკოლა პროგრესში, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მიღებული განათლებით.უწყვეტად სწავლისა და განვითარებისაკენ სწრაფვა, თვითდისციპლინა და დროის კარგი მენეჯმენტი, მიღებული განათლება, გამომუშავებული უნარ-ჩვევები როგორც ჩემი, ასევე ყველა სხვა ადამიანის წარმატებული კარიერული გზის საფუძველია.ახალგაზრდებს, რომლებმაც პროფესია ახლა უნდა აირჩიონ, ვურჩევდი,  ჩამოაყალიბონ  რისი სწავლა სურთ და შეადგინონ ახალი ცოდნის ან უნარების მიღების სწორი მიმდევრობა,   რადგან    არჩეული    პროფესია   არსებითად   განსაზღვრავს   ადამიანის მომავალსა და კარიერულ წარმატებას.უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ვცდილობდი   აქტიური   ვყოფილიყავი. ვიღებდი მონაწილეობას, როგორც საუნივერსიტეტო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში, ტრენინგებსა თუ სემინარებში, ასევე  უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ფარგლებში  ჩატარებულ  საველე კვლევებში.  გარდა ამისა,  გახლდით  ელსა  ქუთაისის   ორგანიზაციის  წევრიც.  იდეების მიმღებლობის თვალსაზრისით უნივერსიტეტი მზად იყო ყოველთვის მოესმინა, შესაძლებლობის ფარგლებში მხარი დაეჭირა მის  განხორციელებაში.უნივერისტეტს ვურჩევდი კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს მხარი სტუდენტების, ასევე აკადემიური პერსონალის აქტიურ მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო    პროექტებში,   რაც  მათ  კიდევ  უფრო დაეხმარებათ  სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში, ახალი ცოდნის  მიღებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში.  მნიშვნელოვანია    ინტერნაციონალიზაციის    გაღრმავება,   რადგან ზემოთ ხსენებული  შესაძლებლობები  მიმზიდველს ხდის თითოეულ სასწავლო ინსტიტუციას, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო დონეზე.