თეონა ჯვარიძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
უნივერსიტეტი ავირჩიე, პირველ რიგში, ადგილმდებარეობისა და ხელმისაწვდომობის მიხედვით, ასევე – უფასო ფაკულტეტების სიმრავლიდან გამომდინარე. ჩემ მიერ არჩეული პროფესია იყო ასრულებული ოცნება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი აწსუს და აქ მომუშავე თითოეულ ლექტორს გაწეული შრომისათვის. ნამდვილად არ ყოფილა ადვილი ორი შვილის დედას, თან 27 წლის ასაკში, ბავშვთან ერთად შემებიჯებინა უნივერსიტეტის სივრცეში და გამეკეთებინა მაქსიმუმი. ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი და ვმონაწილეობდი და ვმონაწილეობ დღესაც არაერთ ღონისძიებასა და კონფერენციაში. ვცდილობდი, აქტიურად ჩართვას სხვადასხვა წრეებში და მათ საქმიანობაში. უნივერსიტეტი იყო ჩემი მოტივატორი და მხარში მდგომი, როცა პირველად მივიტანე მორიდებით რედაქციაში ჩემი ლექსები, სიხარულით მიმიღეს, განიხილეს, რჩევები მომცეს და კიდეც დაბეჭდეს უნივერსიტეტის ჟურნალში. ამჟამადაც ვაგრძელებ სწავლას მაგისტრატურის საფეხურზე და, რაც მთავარია, მინდა ვუთხრა, ვურჩიო მათ, ვისაც სწავლა სწყურია და ვერ ახერხებს, ერიდება ან დაოჯახებულია და ვერ ბედავს, გარისკეთ და დაუმტკიცეთ საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც, რომ სწავლა გარისკვად ღირს.

