ნათია გიგაშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე იმიტომ, რომ ის არის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტი საქართველოში. უნივერსიტეტს აქვს უდიდესი ისტორია, გამოცდილება, ჰყავს საუკეთესო და პროფესიონალი ლექტორ- მასწავლებლები.
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახდენს სტუდენტთა პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებას, უზრუნველყოფს მათ ყოველმხრივ განვითარებას და ეხმარება პროფესიულ რეალიზებაში.
ყოველთვის მინდოდა, ჩემი საქმიანობით უკეთესობისკენ შემეცვალა ვინმეს ცხოვრება. მასწავლებლობა არის პროფესია, რომლითაც შეიძლება გადაარჩინო ან დაღუპო შენი ქვეყნის მომავალი. ქვეყნის მომავალი ის პატარა თვალებია, რომელიც სიხარულით გიცქერენ პატარა მერხებიდან. მასწავლებლებს ქვეყნის და მომავლის ,,მაჯისცემაზე“ უდევთ ხელი.
სწავლა დავასრულე 2024 წელს და მოვიპოვე განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
ჩემი პროფესიით ჯერ არ ვარ დასაქმებული, მაგრამ მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა შევაბიჯებ სკოლაში. ეს პროფესია ჩემთვის სიცოცხლის წყაროა.
იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, ვურჩევდი, დაფიქრდნენ და აირჩიონ ის პროფესია, რომელიც უყვართ. თუ არ გსიამოვნებს და კომფორტულად არ გრძნობ თავს იმ საქმეში, რასაც აკეთებ, ყველა მცდელობა და დრო ტყუილად დაკარგულია.
სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყავი ჩართული unicef-ის სხვადასხვა პროექტში. ყოველთვის ვიღებდი მონაწილეობას სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციებში და პირველი კურსიდანვე ვიყავი სახელმწიფო სტიპენდიანტი. მიღებული მაქვს გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიაც.

