ანა კიკალიშვილი – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან იგი საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ავტორიტეტული უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც სტუდენტებს სთავაზობს ხარისხიან განათლებასა და განვითარების მრავალ შესაძლებლობას. უნივერსიტეტში დამხვდა ძლიერი აკადემიური გარემო, პროფესიონალი ლექტორები და თანამედროვე სასწავლო მიდგომები, რაც მნიშვნელოვანი საფუძველი გახდა ჩემი ცოდნის გაღრმავებისა და პიროვნული განვითარებისათვის.

ეკონომიკის მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ეს სფერო საინტერესო, აქტუალური და მრავალმხრივია. ეკონომიკა გვასწავლის, როგორ მუშაობს ბიზნესი, ფინანსური სისტემა და ქვეყნის ეკონომიკა, როგორ მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და რა გავლენას ახდენს ისინი საზოგადოების განვითარებაზე. ეს სფერო ყოველდღიურ ცხოვრებასთან ძალიან ახლოს დგას და მუდმივად გვაძლევს ახალი ცოდნის მიღების შესაძლებლობას.

სწავლის პერიოდში მაინორად არჩეული მქონდა ბიზნეს ადმინისტრირება, რადგან განსაკუთრებით მაინტერესებდა მენეჯმენტი, ორგანიზაციების მართვა, სტრატეგიული დაგეგმვა და წარმატებული ბიზნესის შექმნის საფუძვლები. ასევე საინტერესო იყო ინვესტიციებთან დაკავშირებული საკითხები და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ მომავალში მაგისტრატურაზე სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით გავაგრძელებ.

უნივერსიტეტში სწავლისას აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა პროექტებსა და კონფერენციებში, რაც დამეხმარა საჯარო გამოსვლებისა და ანალიტიკური აზროვნების განვითარებაში. ასევე ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი, რაც ჩემთვის დიდი მოტივაცია და შრომის დაფასება იყო.

ამ ეტაპზე საკუთარი პროფესიით არ ვმუშაობ, თუმცა ვფიქრობ, რომ მიღებული განათლება და გამოცდილება მომავალში აუცილებლად დამეხმარება პროფესიულ განვითარებასა და წარმატების მიღწევაში.

ჩემი აზრით, წარმატების მთავარი საფუძველია მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, მუდმივი განვითარება და საკუთარი საქმის სიყვარული. მომავალ თაობას ვურჩევდი, პროფესიის არჩევისას გაითვალისწინონ საკუთარი ინტერესები, შესაძლებლობები და სამომავლო მიზნები. როდესაც ადამიანი აკეთებს გააზრებულ არჩევანს და სწავლობს საყვარელ საქმეს, წარმატების მიღწევაც ბევრად უფრო რეალური ხდება.

უნივერსიტეტს ვურჩევდი, კიდევ უფრო გააძლიეროს თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან ინტეგრირება, გააფართოოს სტაჟირების პროგრამები და გაამყაროს თანამშრომლობა დამსაქმებელ ორგანიზაციებთან. ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების მუდმივი განახლება, რაც სწავლების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.