ირაკლი ომანაძე – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 

2022 წელს ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალობაზე და 2026 წელს დავასრულე სწავლა. 

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პროფესიის შესაბამისი განათლების მიღება და უნივერსიტეტში საკუთარი შესაძლებლობების განვითარება. კომპიუტერული მეცნიერებები კი ავირჩიე ტექნოლოგიებისადმი ინტერესისა და ამ სფეროში განვითარების ფართო შესაძლებლობების გამო. 

საბაკალავრო სწავლის დასრულების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელე. მიღებული განათლების შესაბამისად ამჟამად დასაქმებული ვარ კოლეჯ „კავკასიონში“ ლექტორის პოზიციაზე. ჩემთვის საინტერესოა, რომ პროფესიული ცოდნის გამოყენებასთან ერთად მისი სხვა ადამიანებისთვის გაზიარების შესაძლებლობაც მაქვს. 

ვფიქრობ, წარმატებული კარიერული გზის საფუძველი არის მიზანდასახულობა, შრომა და მუდმივი განვითარება. მხოლოდ მიღებული განათლება საკმარისი არ არის.  განსაკუთრებით ტექნოლოგიების სფეროში აუცილებელია ახალი ცოდნის მიღება და პრაქტიკული გამოცდილების დაგროვება. 

ახალგაზრდებს, რომლებიც პროფესიის არჩევას ახლა იწყებენ, ვურჩევდი, გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების მიხედვით მიიღონ. მნიშვნელოვანია, აირჩიონ მიმართულება, რომელშიც სწავლისა და განვითარების სურვილი ექნებათ და არა მხოლოდ ის პროფესია, რომელიც ამჟამად მოთხოვნადია. 

უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ყოველწლიურად ვიღებდი მონაწილეობას სტუდენტურ კონფერენციებში. ეს გამოცდილება დამეხმარა სხვადასხვა თემაზე მუშაობაში, საკუთარი იდეების წარმოჩენასა და პროფესიული ინტერესების გაღრმავებაში. 

სწავლის პერიოდში უნივერსიტეტის მხრიდან მხარდაჭერას განსაკუთრებით ლექტორებისგან ვგრძნობდი. მათი რჩევები, გამოცდილების გაზიარება და სხვადასხვა იდეის განხორციელებისას დახმარების სურვილი ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო.