• სიახლეები
  • კურსდამთავრებულები
  • ვიდეო არქივი
    • en
    • კურსდამთავრებულთა ქსელი
    • პროექტები
    • პირობები და წესები
    © 2017-2025 ATSU ML

    პროექტები

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელმა გაიმარჯვა CDI – ს (სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი) მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში და ორი თვის მანძილზე ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფარგლებში იმუშავებს, რათა ჩამოაყალიბოს ნებისა და არჩევანის თავისუფლებაზე დამყარებული პლატფორმა საჯარო მოხსენებებისათვის, სადაც ის ადამიანები დაუკავშირდებიან ერთმანეთს, რომელთაც აქვთ შინაგანი ძლიერი მოტივაცია განივითარონ რაიმე უნარი, ან შეიძინონ ახალი პრაქტიკული ცოდნა.

    ადვოკატირების კამპანიის ფარგლებში უნივერსიტეტში ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში გაიმართება 8 საჯარო ლექცია. მომხენებლთაგან კი შეირჩევა იდეების 4 საუკეთესო გამზიარებელი და დასაჩუქრდება ელექტრონული მკითხველით (Kindle).


    ადვოკატირების კამპანიის #გამიზიარეცოდნა ფინანსური მხარდამჭერია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი (CDI), World Vision-თან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით, რომელიც ახორციელებს პროექტს სკოლის ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა ეფექტური და მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის (SYNCS).

    კურსდამთავრებულთა ქსელი

    აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი აერთიანებს ადამიანებს, რომლებმაც უმაღლესი განათლების რომელიმე საფეხურზე განათლება მიიღეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    კურსდამთავრბეულთა ქსელი იწვევს მას, ვისაც იდეებისა და ადამიანების სჯერა, ვისაც შეუძლია იდეების ქმედებებად ქცევა და კონკრეტული წვლილის შეტანა უნივერსიტეტის ცხოვრების გაუმჯობესებაში.

    ვის შეუძლია დარეგისტრირება: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს

    როგორ უნდა დარეგისტრირდე: ეწვიეთ სარეგისტრაციო ფორმას და შეავსეთ საჭირო ველები.

    როგორ მუშაობს კურსდამთავრებულთა ქსელი: კურსდამთავრებულთა ქსელი რამდენიმე ძირითადი მიმართულებით მუშაობს:

     ზრუნავს კურსდამთავრებულების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე და ქმნის ძლიერ ქსელს
     გეგმავს კურსდამთავრებულებისა და მოქმედი სტუდენტებისთვის ერთობლივ ღონისძიებებს და ამყარებს მათ თანამშრომლობას
     სწავლობს კურსდამთავრებულთა რესურსს და სთავაზობს უნივერსიტეტში აკადემიური პროცესების მხარდაჭერის შესაძლებლობების გზებს


    * მე მაქვს სათქმელი - თავისუფალი პლატფორმა კურსდამთავრებულთა საჯარო გამოსვლებისთვის. თვეში მინიმუმ ერთხელ კურსდამთავრებული საჯარო დისკუსიისთვის წარმოადგენს თემას, აკადემიურ სივრცეში განსახილველად.


    აწსუ კურსდამთავრებულთა ქსელი ეს არის შესაძლებლობა შეინარჩუნო და დაამყარო კავშირები.

    სამომხმარებლო წესები და პირობები

    აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ქსელი პატივს სცემს თქვენს კონფიდენციალურობას და პირობას ვდებთ, დავიცავთ მას. ვიმედოვნებთ, რომ ხანგრძლივად შევძლებთ ურთიერთნდობაზე დამყარებულ თანამშრომობას. კურსდამთავრებულთა ქსელის სარეგისტრაციო ფორმის შევსებით თქვენ გვიზიარებთ როგორც მაიდენტიფიცირებელ, ასევე არამაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას. პირის მაინდეტიფიცირებელი ინფორმაცია არის ინფორმაცია რომელიც თქვენი როგორც ინდივიდის იდენტიფიცირებას ახდენს. მაგალითად, თქვენი სახელი, მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელ.ფოსტის მისამართი. არამაიდენტიფიცირებელი კი არის პროფესია, ინტერესებისა და სამუშაო სფეროების შესახებ ინფორმაცია.
    როგორ გამოიყენებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი თქვენგან თქვენ შესახებ მიღებულ ინფორმაციას:
    1. შექმნის კურსდამთავრებულთა საერთო საინფორმაციო ბაზას, რომლიდანაც მიღებულ ინფორმაციას დამუშავების შემდეგ გამოვაქვეყნებთ საჯაროდ და გამოვიყენებთ სტატისტიკისთვის.
    2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი საკუთარი საქმიანობის, მიმდინარე პროექტების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ თქვენთვის შეტყობინების მიზნით გამოიყენებს თქვენ მიერ მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციას.
    როგორ დავამატოთ, შევცვალოთ ან განვაახლოთ ინფორმაცია:
    თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ, გადადით სარეგისტრაციო ველში, მიყევით ინსტრუქციას და დარეგისტრირდით. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ და ინფორმაციის განახლება გსურთ, შედით თქვენს ანგარიშზე, მონიშნეთ რედაქტირების ველი და განახორციელეთ სასურველი ცვლილება. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი პასუხს ვერ აგებს კურსდამთავრებულთა ქსელში დარეგისტრირების შემდეგ თქვენ მიერ, თქვენ შესახებ გავრცელებული ინფორმაციის სხვის მიერ გამოყენებასთან დაკავშირებით. რადგან ის საჯაროდ გამოქვეყნდება და ყველას აქვს მასზე წვდომის, გაცნობისა და გავრცელების საშუალება.