ირაკლი ფურცელაძე აწსუ-ს კურსდამთავრებული

ირაკლი ფურცელაძე – 27 წლის ელექტრო ინჟინერი.
“პროფესია, შეიძლება ითქვას მთლიანად ცვლის და ქმნის ცხოვრებას. ის განაპირობებს ჩვენს სოციალურ სტატურს. იშვიათად თუ ვიღებთ ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორიცაა პროფესიის არჩევა. საინტერესოა ჩვენ როგორ ვირჩევთ პროფესიას, არის ჩვენი არჩევანი თავისუფალი, ან რისი ცოდნა/გათვალისწინება გვჭირდება პროფესიული არჩევანის გაკეთების დროს. მაგალითად მე ინჟინერი იმიტომ გავხვდი, რომ მამაჩემი და ბაბუჩემი ინჟინრები არიან, ბევრი არ მიფიქრია ამაზე. გამიმართლა, რომ ჩემი პროფესია დღეს მომწონს, მაგრამ შეიძლებოდა ასე არ ყოფილიყო, სამწუხაროდ ყველას არ უმართლებას.
ახლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და მტკვარი ჰესზე ვმუშაობ. რამდენიმე წლის წინ დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია
“სტუდენტები ენერგოეფექტიანობისათვის”. დაინტერესებული ვარ ენერგოეფექტურობასთან და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხებით და სწორედ ამ თემების ირგვლივ დისკუსიის გაძლიერებაზე ვმუშაობ.
იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა აკეთებენ პროფესიულ არჩევანს ვეტყოდი, რომ: იყავით თავისუფლები და გაბედულები არჩევანში, გააკეთეთ და ისწავლეთ ის რის სწავლასაც რობოტი უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს. ნუ შეეჯიბრებით რობოტებს რობოტობაში. დაახვედრეთ უნიკალური ადამიანური რეალობა.”