ნინო თვალთვაძე -აწსუ-ს კურსდამთვრებული

ნინო თვალთვაძე: 2007 წელს დავასრულე აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდენობის სპეციალობით. 2017 წლიდან ვარ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის დოქტორანტი. 2006 წლიდან ვმუშაობდი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, ვიყავი რამდენიმე პროექტის კოორდინატორი, ხოლო 2009-2011 წ.წ. მეჭირა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარის პოზიცია. სხვადასხვა პერიოდში ვმუშაობდი კერძო სექტორში. ხოლო 2012-2014 წ.წ. ვიყავი ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის იურისტი და შემდგომ ადმინისტრაციული მენეჯერი. 2009 წლიდან ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას სამართლის დარგში, 2007–2012 წ.წ. ვარ შპს „თბილისის ეკონომიკისა და სამართლის აკადემიის“ ლექტორი, ხოლო 2009-2016 წ.წ. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; გავლილი მაქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, ვმონაწილეობდი ტრენინგებსა და სემინარებში საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
2013 წელს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სამართლებრივი სტაჟირების პროგრამის ფარგლებში გავიარე სტაჟირება ჩიკაგოს ადამიანის უფლებების კომისიაში, ამავე დროს გადმომეცა სამართლებრივი პროცესისა და მმართველობის „პროფესიული სტაჟირების წარმატებით გავლის სერტიფიკატი“; 2014 წლიდან დავიკავე ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს საქართველოს აღამასრულებელი დირექტორის თანამდებობა, 2016 წლიდან კი ვასრულებდი ადგილობრივი დემოკრატიის ევროპული ასოციაციის (ALDA) აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების კოორდინატორის ფუნქციას, ვიყავი ევროკავშირის მიერ რამდენიმე დაფინანსებული პროექტის კოორდინატორი. 2015 წლიდან ვთანამშრომლობ ევროპის საბჭოს რეგიონულ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესთან მოწვეული ექსპერტის რანგში.
2017 წლიდან დღემდე ვარ ქ. ქუთაისის ვიცე მერი . „ქუთაისი ყოველთვის იტყვის თავის სათქმელს საქართველოს განვითარების ისტორიაში და ამაში ხელს მაქსიმალურად შევუწყობთ!“